ჟან-ჟაკ რუსო

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-ჟაკ რუსო

დაბ. თარიღი: 28 ივნისი, 1712
დაბ. ადგილი: ჟენევა
გარდ. თარიღი: 2 ივლისი, 1778
გარდ. ადგილი: პარიზი

ჟან-ჟაკ რუსო (ფრანგ. Jean-Jacques Rousseau) (დ. 28 ივნისი, 1712, ჟენევა — გ. 2 ივლისი, 1778, პარიზი) — იყო ფრანგი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმა და პოლიტიკურმა იდეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის რევოლუციაში. მისმა პოლიტიკურმა იდეებმა ხელი შეუწყო სოციალიზმის ჩამოყალიბებას და ნაციონალიზმის გავრცელებას. რუსომ ასევე დიდი წვლილი შეიტანა მუსიკაში, როგორც თეორეტიკოსმა, ასევე კომპოზიტორმა. „აღსარების“ დაწერის შემდეგ მან პრქტიკულად საფუძველი ჩაუყარა ბიოგრაფიას, როგორც ლიტერატურულ ჟანრს. შემდგომში მისი იდეები განავრცეს ჰეგელმა და ფროიდმა.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

[რედაქტირება] ბავშვობა

წარმოშობით რუსო პროტესტანტულ ქალაქ ჟენევიდან იყო. დაბადებისთანავე ჟან-ჟაკმა დედა დაკარგა. მისი მამა ისააკ რუსო (1672 - 1747), რომელიც მესაათე და ცეკვის მასწავლებელი იყო, მძიმედ განიცდიდა საყვარელი მეუღლის დაკარგვას. ჟან-ჟაკი სახლში ყველასათვის საყვარელი იყო. უკვე შვიდი წლის ასაკში იგი დიდი გულმოდგინებით კითხულობდა ისტორიულ წიგნებს, განსაკუთრებით კი - პლუტარქეს. ბავშვობაში მას თავი ანტიკურ გმირად წარმოედგინა.

შეიარაღებული თავდასხმის გამო ისააკი იძულებული გახდა მეზობელ კანტონაში გაქცეულიყო, სადაც მეორეჯერ იქორწინა. ჟან-ჟაკი ჟენევაში დარჩა და სწავლა დაიწყო ნოტარიუსთან. მუშაობის დროსაც კი იგი განაგრძობდა წიგნების კითხვას. შემდგომ, როგორც საკუთარ წიგნ " აღსარებაში" აღიარებს რუსო ახალგაზრდობაში ხშირად იტყუილებოდა და იპარავდა. კვირაობით იგი ქალაქიდან გადიოდა, საიდანაც გვიან ბრუნდებოდა, მაშინ როდესაც კარები უკვე დაკეტილი იყო, ამიტომაც მას ხშირად უწევდა ღია ცის ქვეშ ღამის გათენება. 16 წლის ასაკში, 1728 წლის 14 მარტს მან გადაწყვიტა ქალაქი დაეტოვებინა.

[რედაქტირება] ახალგაზრდობა

[რედაქტირება] რომანები

[რედაქტირება] ვოლტერთან მეგობრობა

[რედაქტირება] სიკვდილი

[რედაქტირება] ფილოსოფია

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები