ფრიდრიხ შილერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ შილერი
შილერის ავტოგრაფი

იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ. Johann Christoph Friedrich von Schiller); დ. 10 ნოემბერი 1759, ნეკარის მარბახი, ბადენ-ვიურტემბერგი -გ. 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) - გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი.

ფრიდრიხ შილერი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან ერთად ითვლება გერმანული კლასიკური ლიტერატურის უდიდეს წარმომადგენლად.


ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა მარბახში, ვიურტერმბერგი, სამხედრო ექიმის იოჰან კასპარ შილერის და ელისაბედ ელიზაბეთ კოდვაისის ოჯახში. ჰყავდა ხუთი და. ბავშვობა სიღარიბეში გაატარა რელიგიურ-პიეტისტურ გარემოცვაში. დაამთავრა ლუდვიგსბურგის ლათინური სკოლა, სამხედრო სკოლაში ჯერ იურიდიულ, შემდეგ სამედიცინო განყოფილებაზე სწავლობდა. ამ პერიოდში მორალისტურ ფილოსოფიას, ინგლისელ და ფრანგ განმანათლებელთა იდეებს გაეცნო და ამერიკის განმათავისუფლებელი მოძრაობით დაინტერესდა . მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა უილიამ შექსპირის დრამატურგიამ.

ფრ. შილერის პირველ ნაწარმოებებში აშკარად ჩანს "ქარიშხლისა და შეტევის" თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი. იმავე იდეებსა და მხატვრულ პრინციპებს მიჰყვება ფრ. შილერის დრამა "ყაჩაღები" (გამოქვეყნდა 1781, დაიდგა 1782), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულად მძაფრ, პოლიტიკურად მიზანდასახულ და ემოციურად მოქმედ ახალი ტიპის დრამას. ამ პიესის იდეური პათოსი გაჰყვა მეორე, იტალიის ისტორიულ თემაზე აგებულ დრამასაც "ფიესკოს შეთქმულება გენუაში" (1783).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ზაფრანსკი, რ.: შილერი, ანუ გერმანული იდეალიზმის აღმოჩენა.— 2007.