კლარა შუმანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლარა შუმანი

კლარა ჯოზეფინა ვიკი (მოგვიანებით შუმანი) (გერმ. Clara Josephine Wieck Schumann; დ. 13 სექტემბერი, 1819, ლაიპციგი — გ. 20 მაისი, 1896, ფრანკფურტი) გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკალური პედაგოგი. კომპოზიტორ რობერტ შუმანის ცოლი.


[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ლაიპციგში, განთქმული ფორტეპიანოს პედაგოგის ფრიდრიხ ვიკის ოჯახში. 5 წლიდან შეუდგა ფორტეპიანოზე დაკვრას. 10 წლიდან გამოდიოდა კონცერტებზე. 1828 წელს - 9 წლის ასაკში გაიცნო ახალგაზრდა მუსიკოსი რობერტ შუმანი, როდესაც ის მამამისის მოსწავლე გახდა. როდესაც ფრიდრიხ ვიკმა იგრძნო, ბავშვების ახლო ურთიერთიბა, მათი სიყვარულის წინააღმდეგი იყო. 1840 წლის 12 სექტემბერს ისინი დაქორწინდნენ. კლარა შუმანი ქმრის ნაწარმოებების დიდი ნაწილის პირველი შემსრულებელი იყო.

მეგობრობდა იოჰანეს ბრამსთან. ქმრის სიკვდილის შემდეგ - 1856 წელს გახდა პედაგოგი და ფრანკფურტის კონსერვატორიის პროფესორი. წერდა რომანსებს და საფორტეპიანო ნაწარმოებებს. გარდაიცვალა ფრანკფურტში 1896 წლის 20 მაისს.



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე