სტენდალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანრი მარი ბეილი
Stendhal.jpg
ფსევდონიმი:

სტენდალი

დაბადების თარიღი:

23.01.1789

დაბადების ადგილი:

გრენობლი, საფრანგეთი

გარდაცვალების თარიღი:

23.03.1842

გარდაცვალების ადგილი:

პარიზი, საფრანგეთი

ეროვნება:

ფრანგი

საქმიანობა:

რომანისტი

თემატიკა:

ტრაგედია, ლირიკა

მიმდინარეობა:

რეალიზმი, რომანტიზმი

Magnum opus:

წითელი და შავი

ჟანრი:

რომანები, მოთხრობები,

სტენდალი (ფრანგ. Marie-Henri Beyle; ფსევდონიმი Stendhal, ნამდვილი სახელი ანრი მარი ბეილი) (დ. 23 იანვარი, 1789, გრენობლი – გ. 23 მარტი, 1842, პარიზი) — ფრანგი მწერალი.

სწავლობდა იზერის ცენტრალურ სკოლაში, 1799 წელს პარიზში გაემგზავრა და სამხედრო სამინისტროში დაიწყო მუწაობა. მონაწილეობდა ნაპოლეონის ლაშქრობებში. 1830 წელს დაინიშნა საფრანგეთის კონსულად ტრიესტში, 1831 წელს - ჩივიტაველაში, სადაც 10 წელი დაჰყო.

სიცოცხლეში აღიარება არ მოუპოვებია. მისი ადრინდელი ნაწარმოებები „აზრები. ახალი ფილოსოფია“, კომედიები: „ორი კაცი“, „ლიტელიე“, „წერილები პოლინისადმი“ და სხვა XX საუკუნის 30-იან წლებში გამოქვეყნდა. 1817 წელს გამოქვეყნდა სამი ნაშრომი: „პაილნის, მოცარტისა და მეტასტაზიოს ცხოვრება“, „ფერწერის ისტორია იტალიაში“ და „რომი, ნეაპოლი და ფლორენცია“, „გასეირნება რომში“ (1829), „ტურისტის ჩანაწერები“ (1838), „სიყვარულის შესახებ ტრაქტატი“ (1822), მწერლის შედევრებად მიჩნეულია რომანები: „წითელი და შავი“ (1830), „პარმის სავანე“ (1839). ამ ორ მონუმენტურ რომანს წინ უძღოდა „იტალიური ქრონიკები“. სტენდალს ეკუთვნის მემუარული ჟანრის ბრწყინვალე ნიმუშები, ავტობიოგრაფიული მოთხრობები: „ეგოისტის მოგონებები“ (183), „ანრი ბრიულარის ცხოვრება“ (1835).

[რედაქტირება] ლიტერატურა

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე