უნგრული რაფსოდია №4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნგრული რაფსოდია №4, S.244/4 — ფერენც ლისტის 19 უნგრული რაფსოდიიდან რიგით მეოთხე რაფსოდია. ლისტმა ნაწარმოები 1847 წელს დაწერა და გამოაქვეყნა 1853 წელს.[1]

ნაწარმოების შესრულების ხანგრძლივობა, როგორც წესი, ხუთი წუთია.[1]

მელოდიების წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს რაფსოდია ლისტის „მადიარ დალოკის“ მეორე ტომის მეშვიდე ნაწარმოების გადაკეთებული ვერსიაა. პირველ ნაწილში ვხვდებით ნელი „ვერბუნკოშის“ მელოდიას უცნობი წარმომავლობით, თუმცა დანარჩენი მელოდიები, უმეტესწილად, ანტალ ჩერმაკის ნამუშევრებიდან მომდინარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]