ურუგვაი (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურუგვაი
Riodelaplatabasinmap.png
ქვეყნები დროშა: ბრაზილია ბრაზილია, ურუგვაის დროშა ურუგვაი, დროშა: არგენტინა არგენტინა
სიგრძე 1 600 კმ
აუზის ფართობი 365 000 კმ²

მდინარე ურუგვაი გაედინება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აყალიბებს ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის საზღვრებს ერთმანეთთან მიმართებაში. არგენტინის პროვინცია მესოპოტამიას გამოყოფს ამ ორი ქვეყნისგან. სათავეს იღებს ბრაზილიაში მდინარეების - კანოტასის და პელოტასის შერთვის შედეგად. მდინარის სიგრძეა 1,600 კმ. ატლანტის ოკეანესთან შერთვამდე, მდინარე პარანასთან ერთად, წარმოქმნის რიო-დე-ლა-პლატის შესართავს.

ჩანჩქერი მოკონა მდინარე ურუგვაიზე ბრაზილიისა და არგენტინის საზღვართან.

ურუგვაის მთავარი შენაკადია მდინარე რიო-ნეგრო. მდინარე დიდი ენერგეტიკული პოტენციალით გამოირჩევა და მასზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურია აგებული. ურუგვაის აუზის ფართობია 365,000 კმ².

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]