არგენტინა-ბრაზილიის ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუნკალის ბრძოლა

არგენტინა-ბრაზილიის ან სისპლატინის ომი (პორტ. Guerra da Cisplatina, ესპ. Guerra al Imperio de Brasil) — შეიარაღებული კონფლიქტი რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებულ პროვინციებსა და ბრაზილიის იმპერიას შორის 1825-1828 წლებში, რომელიც მიმდინარეობდა ე.წ. Banda Oriental-ში („აღმოსავლეთ ნაპირი", თანამედროვე ურუგვაის ტერიტორია).

ვითარება[რედაქტირება]

ფიცი ურუგვაის რესპუბლიკის შექმნისას

კონფლიქტის მთავარი მიზეზი იყო თანამედროვე ურუგვაისა და ნაწილობრივ ბრაზილიის რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატის ტერიტორიაზე მდებარე სისპლატინის პროვინცია. ეს პროვინცია, რომელიც ადრე რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, ესპანელთაგან გათავისუფლების შემდეგ, შევიდა ე. წ. ფედრეალურ ლიგაში. 1816 წელს, ამ ტერიტორიაზე პორტუგალია შეიჭრა, მოახდინა მისი ანექსია და ის ბრაზილიას შეუერთა.

ბრაზილიის დამოუკიდებლობის გაფორმების შემდეგ (1822 წ), სისპლატინის პროვინცია ბრაზილიას სტრატეგიულად ძალზე ხელსაყრელ მდგომარეობაში ამყოფებდა, რადგან რიო-დე-ლა-პლატასა და გაერთიანებული პროვინციების საზღვაო პორტებზე (ძირითადად მონტევიდეო) კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევდა. ამ უკანასკნელმა, პროვინციის ხელში ჩაგდების მიზნით, თავის მოსახლეობას მოუწოდა წინ აღდგომოდნენ რეგიონში ბრაზილიის დომინანტობას და ხალხის შეიარაღება დაიწყო.

შედეგები[რედაქტირება]

ეს ომი საკმაოდ დიდ ხარჯებთან აღმოჩნდა დაკავშირებული. შემცირდა სავაჭრო ბრუნვა გაერთიანებულ პროვინციებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, რამაც ორივე ძალაგამოცლილი მხარე დაარწმუნა დაზავების აუცილებლობაში. მართლაც, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მედიატორიბით, 1828 წელს, რიო-დე-ჟანეიროში, რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებულ პროვინციებსა და ბრაზილიის იმპერიას შორის, ხელი მოეწერა მონტევიდეოს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სისპლატინის პროვინცია დამოუკიდებლად ცხადდებოდა და მას აღმოსავლეთ ურუგვაის რესპუბლიკა ეწოდა.

ხელშეკრულება ასევე აკანონებდა ბრაზილიის სუვერენიტეტს ყოფილ „აღმოსავლეთ იეზუიტთა მისიაზე" და რაც მთავარია, ბრაზილიას ლა-პლატაში თავისუფალი ნავიგაციის საშუალებას აძლევდა, რაც ბრიტანეთის ინტერესებშიც შედიოდა.

სისპლატინის პროვინციის დაკარგვამ, ბრაზილიაში მზარდი უკმაყოფილება გამოიწვია იმპერატორ პედრუ I-ის მიმართ, რაც 1831 წელს მისი გადადგომის მთავარი მიზეზი გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: