ლავალიეხას დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
ლავალიეხას დეპარტამენტი
Departamento de Lavalleja
დროშა გერბი

ქვეყანა ურუგვაის დროშა ურუგვაი
ადმ. ცენტრი მინასი (ურუგვაი)
შიდა დაყოფა Municipality of Jose Batlle y Ordoñez, Municipality of Jose Pedro Varela, Municipality of Mariscala და Municipality of Solis de Mataojo
კოორდინატები 34°22′39″ ს. გ. 55°14′17″ დ. გ. / 34.37750° ს. გ. 55.23806° დ. გ. / -34.37750; -55.23806
დაარსდა 1837
ფართობი 10 016 კმ²
მოსახლეობა 58 815 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 5,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3
ოფიციალური საიტი lavalleja.gub.uy

ლავალიეხას დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Lavalleja) — დეპარტამენტი ურუგვაიში. დედაქალაქია მინასი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ტრეინტა-ი-ტრესის დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — როჩის დეპარტამენტი, სამხრეთით — კანელონესისა და მალდონადოს, დასავლეთით კი ფლორიდის დეპარტამენტები.

სახელი ეწოდა ბრიგადირ ხუან ანტონიო ლავალიეხას პატივსაცემად, რომელიც ურუგვაის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამხედრო და პოლიტიკური ქმედებებით.

შეიქმნა 1837 წლის 16 ივნისს, სერო-ლარგოსა და მალდონადოს დეპარტამენტების გარკვეულ ტერიტორიაზე.

2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 58 815 ადამიანს შეადგენს.

დეპარტამენტის რუკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლავალიეხას დეპარტამენტის ტოპოგრაფიული რუკა. ნაჩვენებია ძირითადი დასახლებული პუნქტები და გზები

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]