ჟან ბატისტ პერენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერენი, 1926 წ.

ჟან ბატისტ პერენი (ფრანგ. Jean Baptiste Perrin; დ. 30 ნოემბერი, 1870, ლილი – გ. 17 აპრილი, 1942, ნიუ-იორკი), ფრანგი ფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1923). პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლის დამთავრების შემდეგ (1894) მუშაობდა იქვე, 1898 წლიდან კი – პარიზის უნივერსიტეტში (1910 წლიდან პროფესორი), 1940 წელს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ გადავიდა აშშ-ში. გამოიკვლია კათოდური და რენტგენის სხივები (1895-98). პერენის ნაშრომები, რომელიც შეეხება ბროუნის მოძრაობას, აინშტაინ-სმოლუხოვსკის თეორიის დასაბუთებაა. მათ საშუალება მისცეს პერენს მიეღო ავოგადროს რიცხვის მნიშვნელობა, რომელიც თანხვდება სხვა მეთოდებით მიღებულ მნიშვნელობებს, და საბოლოოდ დაემტკიცებინა მოლეკულების რეალურობა, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1926).

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: