ალექსანდრე IV (პაპი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე IV

ალექსანდრე IV (ლათ. Alexander PP. IV; ერისკაცობაში რაინალდო დე კონტი; დ. ? – გ. 25 მაისი, 1261) – რომის პაპი 1254-1261 წწ.

1227 წლიდან კარდინალი. განაგრძობდა თავისი ნათესავი პაპების ინოკენტი III-ისა და გრიგოლ IX-ის თეოკრატიულ პოლიტიკას. მთელი ენერგია შეალია შტაუფენებთან ბრძოლას. წინ აღუდგა მათი გვარის წარმომადგენლის გერმანიის მეფედ არჩევას (1256) წელს, ებრძოდა ფრიდრიხ II-ის ძეს მანფრედს სიცილიის სამეფოში და მის სიძეს - ეცელინო-და-რომანოს ზემო იტალიაში. ალექსანდრე IV მისიონერებს - ფრანცისკელებსა და დომინიკელებს გზავნიდა აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, მ. შ. საქართველოში (1258).

წინამორბედი:
ინოკენტი IV
რომის პაპი

12541261
შემდეგი:
ურბან IV