25 მაისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | მაისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
| 2013 | ||||||
25 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 145-ე დღე (ნაკიან წლებში - 146-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 220 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1085 : კასტილიის მეფე ალფონსო VI-მ ტოლედო მურებისგან დაიბრუნა.
- 1787 : ფილადელფიაში, პენსილვანია, საკონსტიტუციო კრებაზე შეკრებილი დელაგატები ჯორჯ ვაშინგტონის მეთაურობით აშშ-ის ახალი კონსტიტუციის წერას შეუდგნენ.
- 1810 : სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა სახელმწიფო რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციები.
- 1895 : მწერალი, პოეტი და დრამატურგი ოსკარ უაილდი ორი წლით საპყრობილეში ჩასვეს მამათმავლობის გამო.
- 1938 : ესპანეთის სამოქალაქო ომი: ალიკანტეს დაბომბვამ 313 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1953 : აშშ ნევადის საცდელ ბაზაზე პირველ და ერთადერთ ბირთვულ არტილერიულ გამოცდას ატარებს.
- 1963 : ადის-აბებაში, ეთიოპია, აფრიკის ერთობის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა.
- 1981 : სპარსეთის ყურის 6 ქვეყანამ ხელი მოაწერა აბუ-დაბის ქარტიას ურთიერთთანამშრომლობის საბჭოს შექმნის მიზნით.
- 1985 : ტროპიკულმა ციკლონმა ბანგლადეშში 10.000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1989 : სომხეთის სსრ უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა სომხეთის სუვერენიტეტი.
- 1989 : მოსკოვში დაიწყო სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა. მ.გორბაჩოვი არჩეულ იქნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.
- 2000 : ისრაელმა დაასრულა ლიბანის 22-წლიანი ოკუპაცია.
- 2001 : მუხროვანის ბრიგადის ტერიტორია უნებართვოდ დაიკავა ეროვნული გვარდიის ერთ-ერთმა ბატალიონმა. მეამბოხეებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.
- 2003 : ნესტორ კირხნერი არგენტინის პრეზიდენტი გახდა კარლოს მენემის დამარცხებით.
- 2009 :
- ჩრდილოეთ კორეამ, ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდა მოაწყო.
- ციკლონმა აილამ ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე 212 ადამიანი იმსხვერპლა.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1892 : ბროზ ტიტო, იოსიპ - იუგოსლავიის პრეზიდენტი 1953-80 წლებში.
- 1931 : გრეჩკო, გეორგი - რუსი მფრინავი-კოსმონავტი.
- 1948 : მაინე, კლაუს - გერმანელი ვოკალისტი და კომპოზიტორი, როკ ჯგუფ სკორპიონსის წევრი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1819 : დავით ბატონიშვილი - ქართველი მწერალი და მეცნიერი.
- 1944 : ლორთქიფანიძე, ნიკო - ქართველი მწერალი.
- 1978 : ტოლსდორფი, თეოდორ - ვერმახტის გენერალ-ლეიტენანტი.
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- არგენტინა - მაისის რევოლუციის დღე (1810).
- აფრიკის დღე - აფრიკული ერთობის ორგანიზაციის წლისთავი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის