ლეო XI

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეო XI

ლეო XI (ლათ. Leo Undecimus) ერისკაცობაში ალესანდრო ოტავიანო დე მედიჩი (იტალ. Alessandro Ottaviano de Medici) (დ. 2 ივნისი 1535, ფლორენცია, იტალია – გ. 27 აპრილი 1605, რომი, იტალია) - რომის პაპი 1605 წლის 1 აპრილიდან 27 აპრილამდე.


[რედაქტირება] ბიოგრაფია

იყო მედიჩების გვერდითი შტოს წარმომადგენელი. დედის, ფრანჩესკას, სიკვდილის შემდეგ მღვდელი გახდა და ტოსკანის დიდი ჰერცოგის, კოზიმო I დე მედიჩის დავალებით პაპ პიუს V-ეს კარზე ელჩად იყო.

პაპად არჩევიდან რამოდენიმე დღეში ლეო XI ავად გახდა და გარდაიცვალა. ის სულ 27 დღე იჯდა წმინდა პეტრეს ტახტზე.

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D_XI"-დან
პირადი ხელსაწყოები