ინოკენტი II
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ინოკენტი II (ლათ. Innocentius PP. II; ერისკაცობაში გრიგოლ პაპარესკი; დ. ? – გ. 24 სექტემბერი, 1143) – რომის პაპი 1130-1143 წწ.
ინოკენტი II წარმოშობით რომაელია. მისი სასულიერო კარიერა რომის ერთ–ერთ მონასტერში აბატობით დაიწყო. კარდინალის წოდება მიიღო პაპ პასხალის II-ის დროს. კალიქსტუს II-მ გააგზავნა ლეგატის ასისტენტად გერმანიაში, სადაც მიიღო მონაწილეობა ვორმსის კონკორდატის შემუშავებაში. 1123 წელს პაპის ლეგატია საფრანგეთში.
პაპად აირჩიეს 1130 წლის 14 თებერვალს და რომის პაპი იყო გარდაცვალებამდე, 1143 წლის 24 სექტემბრამდე.
| წინამორბედი: ჰონორიუს II |
რომის პაპი 1130 — 1143 |
შემდეგი: ცელესტინ II |
სტატიის