სერგიუს III (პაპი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგიუს III

სერგიუს III (ლათ. Sergius PP. III; დ. ? – გ. 14 აპრილი, 911) – რომის პაპი 904-911 წწ. წარმოშობით რომაელი

ყოვლად ზნედაცემული, გარყვნილი და უზნეო პაპი. ტახტზე აიყვანა რომაელმა სენატორმა თეოფილქტემ, რომლის ასულ მაროზიასთანაც სასიყვარულო რომანი ჰქონდა. მაროზიამ პაპს აჩუქა ვაჟი, მომავალი პაპი იოანე XI. საყვარელის ზეგავლენით სერგიუსმა "მოღვაწეობა" იმით დაიწყო, რომ გაეგუდათ წინამორბედი პაპები ქრისტეფორუსი და ლეო V. დანაშაული მოხდა დამხობილი პაპების სიბრალულის ნიღბით: სამუდამო პატიმრობას ისე სიკვდილი სჯობსო.

წარმატებით ებრძოდა მიცვალებულებსაც. მან პაპი ფორმოზუსი, სტეფანე VI-ის მსგავსად მიწიდან ამოტხარა და შეაჩვენა, მოაჭრა თითები და თავი და მდინარეში შეაცურა, როგორც "მიწის შემბილწველი ერეტიკოსი".

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

წინამორბედი:
ლეო V
რომის პაპი

904911
შემდეგი:
ანასტასიუს III