ბონიფაციუს VIII

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბონიფაციუს VIII

ბონიფაციუს VIII (ინგლ. Bonifacius PP. VIII; ერისკაცობაში ბენედეტო კაეტანი; დ. 1235 – გ. 11 ოქტომბერი, 1303) – რომის პაპი 1294-1303 წწ.

აქტიურად იბრძოდა პაპის თეოკრატიისათვის. ცდილობდა გაეზარდა პაპებისგან ვასალურად დამოკიდებულ სახელმწიფოთა რიცხვი, ერეოდა სხვადასხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში. სურდა თავისი ძალაუფლება სიცილიაზეც გაევრცელებინა. საერო მმართველებზე პაპების ზემდგომობის იდეა ბონიფაციუს VIII-მ ჩამოაყალიბა 1302 წელს ბულაში „Unam sanctam“, რომელიც ევროპაში ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ცენტრალიზებულ სახელმწიფოთა წინააღმდეგობას წააწყდა. ბონიფაციუს VIII დამარცხდა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზთან კონფლიქტში, რომელიც დაიწყო 1296 წელს გამოქვეყნებული ბულით „Clericis laicos“ (საერო მმართველებს ეკრძალებოდათ სასულიერო პირებისაგან აეღოთ გადასახადი პაპებთან შეთანხმების გარეშე). 1300 წელს შემოიღო საუკუნეების დამდეგის აღმნიშვნელი საიუბილეო წლების დღესასწაული, რაც აგრეთვე პაპის ხელისუფლების განდიდებას და ეკლესიის შემოსავლის გაზრდას ემსახურებოდა. ფილიპ IV ლამაზთან ბონიფაციუს VIII-ის პოლიტიკურმა მარცხმა განაპირობა ავინიონის ტყვეობა პაპებისა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
ცელესტინ V
რომის პაპი

12941303
შემდეგი:
ბენედიქტე XI