მარცელუს I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარცელუს I

მარცელუს I (ლათ. Marcellus; დ.? – გ. 309) - რომის პაპი 308-309 წწ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარცელუსს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა პაპის ტახტზე. მისი პირველი ამოცანა ყოფილა იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ დაშლილი ეკლესიის რეორგანიზაცია. "მღვედლმთავართა წიგნი"-ს (ლათ. Liber Pontificalis) თანახმად მას 25 ახალი ეკლესია და კატაკომბა აუშენებია ვია სალარიაზე. ქრისტიანთა უფლებების სახალხოდ დაცვის გამო იმპერატორ მაქსენტიუსს მარცელუსი რომიდან გაუძევებია.

მარცელუსი გარდაიცვალა 309 წელს. დასაფლავებულია რომში, კალიქსტეს კატაკომბებში. კათოლიკურმა ეკლასიამ იგი წმინდანად შერაცხა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
მარცელინუსი
რომის პაპი

308309
შემდეგი:
ეუსებიუსი