ნიკოლოზ V (პაპი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ V

ნიკოლოზ V (ლათ. Nicolaus PP. V; დ. 15 ნოემბერი, 1397 — გ. 24 მარტი, 1455) — რომის პაპი 1447-1455 წწ.

ექიმის შვილი; შინამასწავლებელი იყო ფლორენციელი მდიდრების სტროცისა და ალბიცის სახლებში. აღზევდა ევგენი IV-ის დროს. ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ცდილობდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა ამ მოწოდების შედეგად იტალიური სახელმწიფოების უმრავლესობამ თავდაცვითი და შეტევითი ხასიათის კავშირი შეკრეს (ლოდის ლიგა, 1455). იგი პირველი ჰუმანისტია პაპის ტახტზე. ანტიკურობის მოყვარული და კარგი მცოდნე იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ევგენიუს IV
რომის პაპი

14471455
შემდეგი:
კალიქსტუს III