ადრიანე III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადრიანე III

ადრიანე III (ლათ. Hadrianus PP. III; დ. ? – გ. 15 სექტემბერი, 885) – რომის პაპი 884 - 885 წწ. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი.

მისი ხანმოკლე პაპობისა და პაპობამდელი ცხოვრების შესახებ მცირე ცნობებია შემონახული. დაიბადა რომში. სარგებლობდა ხალხის პატივისცემით. ატარებდა შემრიგებლურ პოლიტიკას კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი პატრიარქის ფოტი I-ის მიმართ. ბიზანტიის ეკლესიასთან მიმართებაში მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრე კონსტანტინოპოლის პატრიარქს ფოტი I-ის აცნობა თავისი აღსაყდრების შესახებ. 885 წელს კარლოს მსუქანის მიწვევით ვორმსში გაემგზავრა, რათა გადაეწყვიტა ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. პაპი გარდაიცვალა მოდენის გზაზე, სადაც იგი აპირებდა კარლოს მსუქანთან შეხვედრას და დაკრძალეს ნონანთოლის საბატოში. თვლიან, რომ პაპი მოწამლეს. მისი საფლავი მალევე გადაიქცა თაყვანისცემისა და მომლოცველობის ადგილად. პაპმა ლეო XIII-მ 1891 წელს მოახდინა მისი კანონიზაცია. მისი ხსენების დღეა 8 ივლისი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ. 2008 წ. გვ. 243
წინამორბედი:
მარინუს I
რომის პაპი

884885
შემდეგი:
სტეფანე V