ანიკეტუსი (პაპი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ანიკეტუსი (ლათ. Anicetus; დ. ? ჰომსი, სირია – გ. 167) – რომის პაპი 155-166 წწ. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 17 აპრილი. წარმოშობით სირიელი.
ცნობები მის ცხოვრებაზე ძალზედ მწირია, Liber Pontificalis-ზე დაყრდნობით ანიკეტი სირიელი იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი მმართველობისას რომში იმყოფებოდა სმირნას (მცირე აზია) ეპისკოპოსი პოლიკარპე, რომის ეკლესიასთან სხვადასხვა საკითხების შესათანხმებლად, რომელთა შორისაც იყო აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის საკითხიც.
| წინამორბედი: პიუს I |
რომის პაპი 155 — 166 |
შემდეგი: სოტერი |
სტატიის