ბენედიქტე XI

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენედიქტე XI

ბენედიქტე XI (ლათ. Benedictus PP. XI; ერისკაცობაში ნიკოლო ბოკასინი დე ტრევიზო; დ. 1240 – გ. 7 ივლისი, 1304) – რომის პაპი 1303-1304 წწ.

ნიკოლო ბოკასინი დაიბადა 1240 წელს ტრევიზოში. შეცვალა ბონიფაციუს VIII, მაგრამ ვერ განახორციელა მისი პოლიტიკა. ბენედიქტე XI იყო დომინიკელთა ორდენის წევრი და როდესაც 1296 წელს ის გახდა ორდენის მაგისტრი, გამოსცა კანონი პაპ ბონიფაციუს VIII-ის ლეგიტიმურობის საჯაროდ განხილვის შესახებ. ბონიფაციუსის მიერ პაპის ტახტის ხელში ჩაგდების მომენტში ანანიში, ბოკასინი იყო ორიდან ერთ-ერთი კარდინალი, რომელმაც იცავდა პაპის პარტიას.

8 თვიანი პონტიფიკატის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა პერუჯაში. მისმა მემკვიდრემ კლემენტ V-მ პაპის რეზიდენცია რომიდან გადაიტანა ავინიონში, რითაც დაიწყო პაპების ავინიონის ტყვეობის სახელით ცნობილი პერიოდი (1309-1377). ავინიონის ყველა ფრანგი პაპი იმყოფებოდა საფრანგეთის მეფის გავლენის ქვეშ.


წინამორბედი:
ბონიფაციუს VIII
რომის პაპი

13031304
შემდეგი:
კლემენტ V