ცელესტინ I
ცელესტინ I (ლათ. Caelestinus PP.I; ? – 27 ივლისი, 432) - რომის პაპი 422-432 წწ. კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. კათოლიკური ეკლესია მოიხსენიებს 27 ივლისს, ხოლო მართლმადიდებლური 21 აპრილს.
ცხოვრება [რედაქტირება]
მან კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავად იცოდა ფილოსოფია, მაგრამ ყველაზე გულმოდგინედ წმინდა წერილს სწავლობდა. გულმოწყალებამ და საღვთო წერილის ცოდნამ წმინდა მამას საყოველთაო ავტორიტეტი და სიყვარული მოუპოვა. წმინდა პაპის, ბონიფაციუს I-ის (418-422) გარდაცვალების შემდეგ ცელესტინე რომის კათედრაზე აირჩიეს.
ამ დროს აღმოცენდა ნესტორის ერესი. 430 წელს რომის ადგილობრივ კრებაზე წმიდა ცელესტინემ ამხილა და დაგმო ერესი. კრების შემდეგ პაპმა ეპისტოლე გაუგზავნა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს წმინდა კირილეს (ხს. 31 იანვარს) და აუწყა, რომ თუ ნესტორი ათი დღის განმავლობაში არ უარყოფდა თავის ცრუსწავლებას, მოიკვეთებოდა ეკლესიიდან[საჭიროებს წყაროს მითითებას].
წმინდა ცელესტინე ნესტორიანობას ამხელდა კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის ეკლესიებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებშიც.
კრების შემდგომ ორი წლის განმავლობაში წმინდანი მხურვალედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სწავლებას ქრისტეზე, როგორც განხორციელებულ ღმერთზე და მშვიდობით მიიცვალა 432 წელს.
| ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს. გთხოვთ იხილოთ დისკუსია განხილვის გვერდზე. გთხოვთ ნუ ამოიღებთ ამ შეტყობინებას კამათის გადაჭრამდე. |
ლიტერატურა [რედაქტირება]
- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
| წინამორბედი: ბონიფაციუს I |
რომის პაპი 422 — 432 |
შემდეგი: სიქსტუს III |
სტატიის