ფორმოზუსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ფორმოზუსი (ლათ. Formosus PP.; დ. ? – გ. 4 აპრილი, 896) – რომის პაპი 891-896 წწ.
წარმოშობით არისტოკრატლი რომაული გვარიდან იყო. ნიკოლოზ I-ის ხელით გახდა პორტოს ეპისკოპოსი. ასრულებდა მისიონერულ მოღვაწეობას ბულგარეთში. პაპ იოანე VIII-სთან დაპირისპირების დროს დაადანაშაულეს პონტიფიკის დამხობის მცდელობაში. მისი უფლებები აღადგინა მარინუს I-მა, ხოლო სტეფანე V-ის პაპობისას მხარს უჭერდა მის პოლიტიკას.
მომავალმა პაპმა სტეფანე VI-მ ამოთხარა ფორმოზუსის ცხედარი, ტახტზე დასვა, შემოსა და ისე გაასამართლა, მოაწყო ე. წ. მკვდარი სინოდი. პაპის გვამს მოაჭრა თითები, რომლებითაც პირჯვარს იწერდა და ტიბრში გადაუძახა.
| წინამორბედი: სტეფანე V |
რომის პაპი 891 — 896 |
შემდეგი: ბონიფაციუს VI |
სტატიის