ადრიანე II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადრიანე II

ადრიანე II (ლათ. Hadrianus PP. II; დ. ? – გ. 14 დეკემბერი, 872) – რომის პაპი 867 - 872 წლებში. წარმოშობით წარჩინებული რომაული გვარიდან. დაიბადა რომში. იყო პაპ სტეფანე IV-ის ნათესავი.

გვარიდან. 842 წლიდან წმინდა მარკოზის ბაზილიკის კარდინალ-პრესვიტერია. პონტიფიკობის დასაწყისში ორი ტრაგიკული შემთხვევით იყო დამწუხრებული – სპოლეტის ჰერცოგის, ლამბერტის მიერ რომის გაძარცვისა და ამ ფაქტიდან ერთი წლის შემდეგ პირადი, ოჯახური დრამით – მისი მეუღლე და ქალიშვილი გაიტაცეს და მოკლეს. ადრიანე II ცდილობდა ეკლესიის მართვის გამტკიცებას. პაპი შეეწინააღმდეგა მეფე ლოთარს მეორე ქორწინებაზე, რომელმაც კანონიერი ცოლი მიატოვა. 869 წელს კონსტანტინოპოლის მეოთხე საეკლესიო კრებაზე, რომელიც პაპის ლეგატის თავჯდომარეობით წარიმართა, გადააყენეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი I და აღადგინეს ეგნატე. ადრიანე II-მ რომში საზეიმო ვითარებაში მიიღო კირილე და მეთოდე და დალოცა მათი მისია. მან მეთოდე ეპისკოპოსად აკურთხა, დანიშნა იგი დიდი მორავიის ეპისკოპოსად და თავის ლეგატად. შემონახულია ადრიენე II-ის ბულის ტექსტი, რომელიც ამტკიცებს ღვთისმსახურების სლავურ ენაზე აღსრულებას და რამაც საფუძველი ჩაუყარა სლავურ დამწერლობას (კირილიცა). ადრიანე II-ის პაპობის დროს აიკრძალა სასულიერო პირთა ქორწინება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ. 2008 წ. გვ. 242-243
წინამორბედი:
ნიკოლოზ I
რომის პაპი

867872
შემდეგი:
იოანე VIII