ბონიფაციუს VI

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბონიფაციუს VI

ბონიფაციუს VI (ლათ. Bonifatius PP. VI; დ. უცნობია — გ. აპრილი, 896) — რომის პაპი 896 წლის აპრილში, რამდენიმე დღით.

წარმოშობით რომაელი. როდესაც იგი პაპად აირჩიეს ფორმოზუსის ნაცვლად, მას დიაკვნის წოდებაც კი არ ჰქონდა. 15 დღის შემდეგ 19 აპრილს გამოაცხადეს, რომ იგი გარდაიცვალა ნიკრისის ქარის შედეგად. მიიჩნევენ, რომ იგი გახდა მემკვიდრის სტეფანე VI-ის მსხვერპლი. 898 წელს პაპმა იოანე IX-მ მისი არჩევა იურიდიულად გამოაცხადა ბათილად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ფორმოზუსი
რომის პაპი

აპრილი 896
შემდეგი:
სტეფანე VI