ალექსანდრე III (პაპი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე III

ალექსანდრე III (ლათ. Alexander PP. III; ერისკაცობაში ორლანდო (როლანდო) ბანდინელი; დ. 1100/1105 – გ. 30 აგვისტო, 1181) – რომის პაპი 1159-1181 წწ.

სწავლული თეოლოგი. ბოლონიის უნივერსიტეტში ასწავლიდა საეკლესიო სამართალს. პაპების თეოკრატიის განმტკიცების მიზნით მხარს უჭერდა ლომბარდიის ლიგას, ებრძოდა იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბადოსას, რომელმაც მას დაუპირისპირა ანტიპაპები. ინტერდიქტის მუქარით აიძულა ინგლისის მეფე ჰენრი II დათმობაზე წასულიყო.

წინამორბედი:
ადრიანე IV
რომის პაპი

11591181
შემდეგი:
ლუციუს III