ფელიქს I (პაპი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაპი ფელიქს I

ფელიქს I (ლათ. Felix) (დ. უცნობია რომი, იტალია— გ. 30 დეკემბერი 274, რომი, იტალია) — რომის პაპი 269-274 წლებში.


ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაპ ფელიქს I-ის შესახებ სარწმუნო წყაროები თითქმის არ მოიპოვება. იგი რომში დაბადებულა, პაპად აირჩიეს 269 წლის 5 იანვარს. მას მიეწერება ეკლესიების კურთხევის ტრადიციის დამკვიდრება და ქრისტიანთა უფლებებისათვის შეუპოვარი ბრძოლა. აღმოჩენიალია აგრეთვე წერილის ფრაგმენტი, რომელიც ფელიქს I-ს მიუწერია ალექსანდრიის ეპისკოპოს მაქსიმესათვის. იგი დაასაფლავეს კალიქსტ I -ის კატაკომბაში.

პაპი ფელიქს I კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
დიონისე
რომის პაპი

269274
შემდეგი:
ეუტიხიანე