კონგოს კრიზისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონგოს კრიზისი
ცივი ომის ნაწილი

ბელგიელთა დესანტი კონგოში
თარიღი 30 ივლისი 1960 - 25 ნოემბერი 1965
მდებარეობა კონგო, ამჟამინდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
შედეგი კონგოს დამოუკიდებლობა, მობუტუ სესე სეკოს ხელისუფლებაში მოსვლა
მხარეები
1960–1963:
კონგო
მხარდაჭერა:
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ (1960)
ONUC





1964–1965:

მხარდაჭერა:
აშშ-ის დროშა აშშ
ბელგიის დროშა ბელგია

1960–63:
კატანგა
სამხრეთი კასაი
მხარდაჭერა:
ბელგიის დროშა ბელგია

1960–1962:
სტენლივილის მთავრობა

მხარდაჭერა:
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ


1964–1965:
სიმბის აჯანყებულები

მხარდაჭერა:
მეთაურები



ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია
კონგოს კრიზისი ვიკისაწყობში

კონგოს კრიზისი (ფრანგ. Crise congolaise; 1960-1965) — მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მიმდინარეობდა ბელგიის კონგოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (30 ივნისი 1960) მობუტუ სესე სეკოს ხელისუფლებაში მოსვლამდე. შეტაკებების შედეგად 100 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთანავე გამძაფრდა წინააღმდეგობა კონსერვატორ პრეზიდენტ ჟოზეფ კასავუბუ და მემარცხენე-ნაციონალისტ პრემიერ-მინისტრ პატრის ლუმუმბას შორის. დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებიდან უკვე რამდენიმე დღეში გამოაცხადეს მდიდრების თვითგამორკვევის უფლების შესახებ, თუმცა ეს არ შეეხო სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონს კატანგას, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუაზ ჩომბე. კატანგას მიბაძა კასაისს რეგიონმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალბერ კალონჟი.

პრემიერი ლუმუმბა მკაცრად ებრძოდა სეპარატისტებს, ამ მიზნით მან დახმარება თხოვა სსრკ-ს, რისთვისაც მან დაიმსახურა „პროსაბჭოთა“ ლიდერის წოდება. პრეზიდენტთან კონფლიქტის ესკალაციის დროს, მოულოდნელად თავდაცვის მინისტრი გახდა მობუტუ სესე სეკო, ლუმუმბა ცდილობდა შეექმნა სტენლივილის ალტერნატიული მთავრობა (სადაც მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა), მაგრამ კონგოელი ჯარისკაცების ვერსიით ის დააპატიმრეს და გადაიყვანეს ელიზაბეტვილში და მოკლეს 1961 წლის 17 იანვარს.

ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა ლუმუმბას მომხრე ანტუან გიზენგა, რომელიც მალევე შეცვალა სირილ ადულამ, ხოლო 1964 წლის ივლისში აღნიშნულ თანამდებობაზე მოვიდა სეპარატისტების ლიდერი მუაზ ჩომბე. ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად ჩომბემ მოიწვია ბელგიელი დაქირავებულები, რისთვისაც დაიმსახურა „იმპერიალისტის“ რეპუტაცია. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო სიმბის აჯანყება, რომელსაც მხარს უჭერდა სსრკ. აჯანყებულებთან საბრძოლველად ბელგიის ხელისუფლებამ აშშ-სთან ერთად განახორციელა ოპერაცია წითელი დრაკონი. კრიზისი დამთავრდა სამხედრო გადატრიალებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა მობუტუ სესე სეკო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „1961: Lumumba Rally Clashes with UK Police“. On this Day. BBC. 19 February 2008. ციტირების თარიღი: 8 July 2014.
  • „Belgium link in Lumumba death“. BBC. 16 November 2001. ციტირების თარიღი: 11 July 2014.* Boulden, Jane (2001) Peace Enforcement: The United Nations Experience in Congo, Somalia, and Bosnia, 1st, Westport, Conn.: Praeger. ISBN 0-275-96906-1. 
  • Freund, Bill (1998) The Making of Contemporary Africa: The Development of African Society since 1800, 2nd, Basingstoke: Palgrave-Macmillan. ISBN 978-0-333-69872-3. 
  • Gibbs, David N. (July 1996). „Misrepresenting the Congo Crisis“. African Affairs. 95 (380): 453–9. doi:10.1093/oxfordjournals.afraf.a007743. JSTOR 723578.
  • Gleijeses, Piero (April 1994). "Flee! The White Giants Are Coming!": The United States, the Mercenaries, and the Congo, 1964–65“ (PDF). Diplomatic History. 18 (2): 207–37. doi:10.1111/j.1467-7709.1994.tb00611.x. ISSN 0145-2096. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2018-01-21. ციტირების თარიღი: 2016-07-29.
  • Gondola, Didier (2002) The History of Congo. Westport, Connecticut: Greenwood. ISBN 978-0-313-31696-8. 
  • Haskin, Jeanne M. (2005). The Tragic State of the Congo: From Decolonization to Dictatorship. New York: Algora Publishing. ISBN 0875864163. 
  • Jullien, Maud (11 August 2013). „Katanga: Fighting for DR Congo's cash cow to secede“. BBC Africa. BBC. ციტირების თარიღი: 11 July 2014.
  • Mockler, Anthony (1986). „Soldiers of Fortune: 5 Commando, the Congo 1964–65“. 1 (6). Orbis. The Elite. pp. 116–120. ISSN 0030-4387.