ხელთუბანი
სოფელი | |
---|---|
ხელთუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბერბუკი |
კოორდინატები | 42°03′01″ ჩ. გ. 44°09′06″ ა. გ. / 42.05028° ჩ. გ. 44.15167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 660 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3340[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,9 % ოსები 0,6 % სომხები 0,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ხელთუბანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ბერბუკის თემი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 660 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელთუბანში რამდენიმე რევოლუციური გამოსვლა მოხდა. 1905 წლის 23 მარტს სოფელში კაზაკებმა დააპატიმრეს 8 გლეხი. მათ არეულობისა და მღელვარების მოთავეობას სდებდნენ ბრალად. პატიმრები გორის სატუსაღოში მოათავსეს. ხელთუბნელი გლეხები დაირაზმნენ პატიმართა გამოსახსნელად. გორის მისასვლელთან მათ დახვდნენ კაზაკები, რომლებმაც გლეხები სცემეს და უკან გააბრუნეს.
1906 წლის იანვარში ხელისუფლებამ სოფელში ჩააყენა საარტილერიო დამსჯელი რაზმი. რაზმმა გადაწვა პროგრესულად მოაზროვნე ადგილობრივი მასწავლებლის, თეზო რაზიკაშვილის, საცხოვრებელი სახლი. თვით რაზიკაშვილი ჯარის ნაწილებს გაექცა და დაიმალა. იმავე სოფელში მათ გადაწვეს ორი სხვა რევოლუციონერის სახლიც.
1906 წლის 28 ივნისს ხელთუბნის ცენტრში სოფლის რევოლუციურად განწყობილმა ჯგუფმა მოაწყო თავადი მიხეილ თუმანიშვილის მკვლელობა. მათი შეპყრობა მთავრობის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 3340 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 3280 | 1593 | 1687 |
2014[1] | 3340 | 1642 | 1698 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აგიას საყდარი
- ხელთუბნის პეტრე მოციქულის ეკლესია
- ხელთუბნის სამების ეკლესია
- ხელთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია
- ხელთუბნის ყორღანული ველი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 458.
- ვანიშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 122.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II