შინაარსზე გადასვლა

სერგო კუტივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგო კუტივაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერგო ივანეს ძე კუტივაძე[1]
დაბადების
თარიღი
16 ოქტომბერი, 1944
დაბადების
ადგილი
ალმათი, ყაზახეთის სსრ
გარდაცვალების
თარიღი
7 ივნისი, 2017 (72 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1962–1966 ტორპედო ქ. 128 (9)
1967–1973 დინამო თბ. 119 (13)
ეროვნული ნაკრები
1965 სსრ კავშირი 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1974–1982 დინამო თბ. (ასისტენტი)
1983 დინამო თბ. (დირექტორი)
1984 დინამო თბ. (ასისტენტი)
1994–1995 დინამო თბ.
1997 ტორპედო ქ.
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სერგო კუტივაძე (დ. 16 ოქტომბერი, 1944, ალმათი, ყაზახეთის სსრ — გ. 7 ივნისი, 2017, თბილისი, საქართველო [2]) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, პოზიციით ნახევარმცველი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოსა“ (1962–1966) და თბილისის „დინამოში“ (1967–1973), ასევე წვრთნიდა ორივე გუნდს. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1965), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1976).[3]

სერგო კუტივაძე 1944 წლის 16 ოქტომბერს ალმათიში დაიბადა. უძლიერესი დარტყმებით გამორჩეული ნახევარმცველი თამაშობდა ქუთაისის „იმერეთსა“ და „ტორპედოში“, თბილისის „დინამოში“. საკავშირო ჩემპიონატების სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი და თასის გათამაშების ფინალისტი, „ენძელას“ თასის მფლობელი. ქვეყნის ჩემპიონატებში გამართულ 247 შეხვედრაში გაიტანა 22 გოლი, მათ შორის თბილისის „დინამოში“ — 119 (13), ხოლო ქუთაისის „ტორპედოში“ — 128 (9).[4]

კუტივაძემ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა მხოლოდ ერთი, ამხანაგური მატჩი, 1965 წლის 4 სექტემბერს იუგოსლავიის წინააღმდეგ.

სამწვრთნელო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ (1974–1982, 1984), კლუბის დირექტორად (1983) და მთავარ მწვრთნელად (ნოემბერი 1994 – თებერვალი 1995). რეგულარულად ესწრებოდა თანამეგობრობის თასის მატჩებს. 1997 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ასრულებდა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას. 2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1967, 1969, 1971
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — სერგო კუტივაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
  2. გარდაიცვალა სერგო კუტივაძე. „მსოფლიო სპორტი“
  3. წოდებები // „ლელო“, 9 სექტემბერი, 1976, № 179 (5729), გვ. 1.
  4. შოთაძე, გიორგი, ღირსეულნი // „საქართველოს რესპუბლიკა“, 2014.
  5. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ· სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011.