მამათი
სოფელი | |
---|---|
მამათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მამათი |
კოორდინატები | 42°01′14″ ჩ. გ. 42°02′00″ ა. გ. / 42.02056° ჩ. გ. 42.03333° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 300 მ |
მოსახლეობა | 254[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,8 %, სომხები 1,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მამათი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მამათი, კონჭკათი, ქვედა მამათი, შათირი). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 300 მეტრ სიმაღლეზე, ლანჩხუთიდან 16 კმ. სოფელში გადის ლანჩხუთი-ოზურგეთის საავტომობილო გზა. სოფელში დგას ეკლესია, მოქმედებს საექიმო ამბულატორია.[2] და საჯარო სკოლა[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამათი მოხსენებულია XVII საუკუნის დასაწყისის გულანებში. სავარაუდოდ სოფელმა სახელწოდება აქ არსებული მამათა მონასტრის გამო მიიღო. მამათის წმინდა იაკობ მოციქულის ეკლესია სხვა ეკლესიებთან ერთად (ბაილეთის ეკლესია, ჩეხედანას ეკლესია) იერუსალიმის უფლის საფლავისთვის იყო შეწირული. იერუსალიმის პატრიარქი წელიწადში ერთხელ სტუმრობდა ამ სოფლებს. აქ ინახებოდა იერუსალიმიდან გადმოსვენებული წმინდა იაკობის ხატი. ხით ნაგებ ეკლესიას გარს ქვის გალავანი ერტყა. XIX საუკუნის დამდეგს მისი მამული გიორგი ბატონიშვილმა მიიტაცა.
ადრე სოფელში წაბლის ხის 4 ეკლესია იდგა, მათგან ორი წმინდა კვირიკეს და წმინდა იაკობის სახელობისა. ცნობილია ბოლო მღვდლების სახელებიც: თევდორე და კალისტრატე ხელაძეები. ამჟამად წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესიის ნატაძრალთან ახლოს, სოფელ მამათისა და ძიმითის საზღვარზე აშენებულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მამათი ძიმითის სასოფლო საზოგადოებას მიეკუთვნებოდა. 1859 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, სადაც 1869-74 წლებში გიგო შარაშიძე ასწავლიდა. 1899 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო.[4]
საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მემინდვრეობა. მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1908[5] | 715 |
1911[6] | 1432 |
2002 | 356 |
2014 | 254[1] |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამათში დაიბადბენ:
- ნესტორ მალაზონია — პოეტი
- ედუარდ შევარდნაძე — საქართველოს მე-2 პრეზიდენტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 393.
- ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 81, ISBN 99940-11-89-8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ამბულატორია მამათში, გაზეთი „ლანჩხუთი +", 3.05.2012, N45 გვ. 1
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
- ↑ ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|