ძიმითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძიმითის თემის ცენტრი

ძიმითი — თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. შედგება სოფლებისაგან ზედა ძიმითი, ნასაკირალი, ქვედა ძიმითი. თემის ფართობია 17,66 კვადრატული კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძიმითი არის სოფლების, ზედა ძიმითისა და ქვედა ძიმითის ძველი სახელწოდება. ძიმითი წარმოადგენდა საბერიძეოს, შედიოდა ბერიძეების სათავადოში და იდგა ბერიძეების ციხე. „ბახვის წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა, სამხრითკენ მას ზეით ხეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი“ (ვახუშტი ბატონიშვილი). 1660-1662 წლებში ვამეყ დადიანმა ძიმითი აფხაზეთის საკათალიკოსოს შესწირა.[1] ძიმითში იდგა წმინდა კვირიკეს სახელობის ხის, გუმბათიანი ეკლესია. ეკლესიას გარშემო ჰქონდა ქვის გალავანი. ეკლესია გუგუნავების სათავადოში მდებარეობდა და მათი მზრუნველობით სარგებლობდა. გიორგი და სიმონ გუგუნავებმა ძიმითს შესწირეს ზარი, ვახუშტი გუგუნავამ შესწირა წმინდა გიორგის ხატის ბუდე. ტაძარში ინახებოდა წმინდა კვირიკეს და წმინდა გიორგის ოქროთი დაფარული ვერცხლის ხატები. წარწერებში იხსენიება გიორგი III გურიელი გიორგი დადიან-გურიელის სახით. იქვე ინახებოდა თეთროსანიდან და ჯიხანჯურიდან წამოღებული ღვთისმშობლის ხატი.[2]

XIX საუკუნეში ძიმითის სასოფლო საზოგადოებას ეკავა ნიგოითის სერის კალთები და მთაგორიანი ტერიტორიები, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით ეჭირა მდინარე სუფსის უხვმოსავლიანი სასიმინდე მერეები, შუაში ჩამოდიოდა მდინარე მამათისღელე. ძირითადად მოდიოდა სიმინდი და ღომი. გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა და მეფუტკრეობა.[3]ძიმითის სასოფლო საზოგადოებაში, გარდა ძმისა, შედიდა სოფლები მამათი და ნაგომარი. 1901 წლის 15 იანვარს ძიმითის ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. ხანძარმა იმსხვერპლა თავადი გუგუნავების კუთვნილი საგვარეულო ნივთები. 1914 წელს მოსახლეობის ზრდის გამო გაიყო ზედა და ქვედა ძიმითად.

საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდა ერთიან კოლმეურნეობას. მისი ეკონომიკის მთავარი დარგი იყო მეჩაიეობა. სოფელში აგრეთვე მოყჰავდათ ციტრუსი, თუთა, ხეხილი და ვაზი. 1951 წელს აშენდა ძიმითჰესი, რომელიც ემსახურებოდა ძიმითისა და ნაგომრის კოლმეურნეობებს. 1950-იან წლებში სოფლის ცენტრში აიგო კოლმეურნეობის ადმინისტრაციული ორსართულიანი შენობა 18 ოთახით, აშენდა საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელისთვის, თირისა და კოხას უბანში გაიხსნა სამკითხველო, აიგო სასპორტო დარბაზი.[4]1959 წელს გაიხსნა 150 მეტრიანი ხიდი მდინარე სუფსაზე, რომელმაც ძიმითი ოზურგეთსა და ჩოხატაურს უმოკლესი გზით დაუკავშირა, ასევე აშენდა 25 საწოლიანი საავადმყოფო. 1977 წელს ძიმითის კოლმეურნეობა ფლობდა 281 ჰა ჩაისა და 43,5 ჰა ციტრუსის პლანტაციებს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ქვედა ძიმითი ზედა ძიმითი ნასაკირალი
1893[5] 1387
1902[6] Increase2.svg 3050 1635 1415
1908[7] Decrease2.svg 3020 1519 1501 789
2002 Decrease2.svg 1877 980 751 146
2014[8] Decrease2.svg 1352 652 700 885 330 137

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ქართული სამართლის ძეგლები“ ტ. VI გვ. 671 — თბილისი, 1977
  2. თაყაიშვილი, ე. (1907). არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. ტფილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, გვ. 28-30. 
  3. შარაშიძე, გ. [1928] (2006). გურიის წარსულიდან. თბილისი: „წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობა“, გვ. 37-39. ISBN ISBN 99940-62-66-2. 
  4. ლენინის დროშა“ N31, გვ. 3, — 1958 წ.
  5. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  6. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  7. Кавказский календарь на 1910 год
  8. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.