გიორგი ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი; დ. 1778 — გ. 1807) — იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო ძე. უმემკვიდროდ დარჩენილი სოლომონ I გიორგი ბატონიშვილს იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ზრდიდა, მაგრამ სოლომონის გარდაცვალების (1784) შემდეგ იმერეთის დიდებულებმა ისარგებლეს გიორგი ბატონიშვილის მცირეწლოვანებით და იმერეთის ტახტზე დავით II (დავით გიორგის ძე) დასვეს (1784). 1795 სოლომონ II-მ გიორგი ბატონიშვილი, როგორც მეტოქე, ტახტის პრეტენდენტი, მუხურის ციხეში ჩასვა. 1806 წლის 15 ოქტომბერს გიორგი ბატონიშვილმა მოახერხა ციხიდან გაქცევა და თავი რუსეთს შეაფარა. სიცოცხლის ბოლო წლები მან მოსკოვში გაატარა. იქვე დაწერა ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 26.
  • ჟორდანია თ., თავგადასავალი იმერთა მეფის სოლომონ დიდის შვილისშვილის ბატონიშვილის გიორგისა, «მოამბე», 1900, #5
  • Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. 3, Тфл., 1869.