კონსტანტინოპოლის ალყა — ალყა, რომელიც ჯვაროსნებმა შემოარტყეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლსმეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. გრძელდებოდა 1203 წლის 11 ივლისიდან18 ივლისამდე. დაიწყო დამხობილი იმპერატორის, ისააკ II ანგელოსისა და მისი ვაჟის ალექსი IV ანგელოსის მხარდასაჭერად. მას შემდეგ, რაც ჯვაროსნებმა ქალაქი აიღეს, ალექსი III-მ დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი. მოსახლეობამ ციხიდან გაათავისუფლა ისააკ II და იმპერატორად გამოაცხადა, თუმცა მისი სიბრმავის გამო ჯვაროსნებმა აიძულეს ისააკი თავის მაგივრად შვილი, ალექსი აეყვანა ტახტზე. ალყა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო.