შინაარსზე გადასვლა

ზაურ სვანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაურ სვანაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზაურ ალექსანდრეს ძე სვანაძე
დაბადების
თარიღი
23 იანვარი, 1958 (1958-01-23) (66 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1972–1976 ტორპედო ქუთაისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1976–1980 ტორპედო ქ. 158 (17)
1981–1989 დინამო თბ. 245 (8)
1990 ჰოლმსუნდი 24 (1)
1991 უმეო
1991–1992 მუუთაალა
1993–1995 ელივორე
სამწვრთნელო კარიერა
1995–2000 ელივორე მალმბერგეტსი
2001–2002 ლოკომოტივი თბილისი (თ.)
2002–2003 ლოკომოტივი თბილისი
2005–2006 დინამო თბილისი (თ.)
2006–2008 საქართველო (თ.)
2008–2009 საქართველო 19 წლ.
2009–2011 საქართველო 21 წლ. (თ.)
2012–2015 ინტერი ბაქო (თ.)
2015–2017 ინტერი ბაქო
2018–2019 დინამო თბილისი
2019– დინამო თბილისი (ასისტენტი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ზაურ სვანაძე (დ. 23 იანვარი, 1958, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოს“ და შვედური საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“, „უმეოს“, „მუუთაალას“ და „ელივორე მალმბერგეტსის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1981) და ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981).[1][2] ღირსების ორდენის კავალერი.[3]

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ზაურ სვანაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[4]

გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

ზაურ სვანაძემ ფეხბურთის თამაში დაიწყო 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მოსამზადებელ ჯგუფში, მწვრთნელ კარლო ხურციძესთან.[5][6] 1976–1980 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“.[1][7] 1981 წლის იანვრიდან თბილისის „დინამოშია“.[8][9]

გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1981 წლის 4 მარტს,[10] ევროპის თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალურ მატჩში, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე.[11] შეხვედრას „ვესტ ჰემის“ საშინაო არენა — „აპტონ პარკი“ მასპინძლობს და მას 35 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. დინამოელები თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი და შენგელია. ზაურ სვანაძე თანაგუნდელების მსგავსად, მატჩის დასაწყისიდანვე ერთვება თამაშში და თავის სადებიუტო შეხვედრას ბოლო წუთამდე შეუცვლელად ატარებს. დაპირისპირება თბილისელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 მთავრდება. აღნიშნული მატჩი ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად რჩება კლუბის არსებობის ისტორიაში.[12]

ზაურ სვანაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 245 შეხვედრა ჩაატარა და 8 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, თბილისელთა მაისურით მან საკავშირო თასის გათამაშების 24 მატჩი ითამაშა (1 გოლი), ხოლო საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში 67-ჯერ გამოვიდა მოედანზე (4 გოლი), აქედან 17 შეხვედრა – ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ტურნირებში.

1990 წლიდან „დინამოდან“ წასვლის შემდეგ შვედური საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“ (1990), „უმეოს“ (1991), 1991–92 წლებში „მუუთაალას“, ხოლო 1993–95 წლებში „ელივორე მალმბერგეტსის“ შემადგენლობაშია. საფეხბურთო კარიერას ამავე კლუბში 1995 წელს ასრულებს.

ქვემოთ წარმოდგენილია ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ოფიციალური ტურნირების ფარგლებში ზაურ სვანაძის მონაწილეობით გამართული მატჩების სტატისტიკური მონაცემები.

მოგება
ფრე
წაგება
სეზონი შეჯიბრება რაუნდი ქვეყანა მეტოქე გუნდი შინ სტ. წყარო
1980–81 თასების თასი
1/4
ინგლისის დროშა
ვესტ ჰემ იუნაიტედი 0–1 4–1 [13][14][15][16][17][18]
1/2
ნიდერლანდების დროშა
ფეიენოორდი 3–0 0–2 [19][16][17][18]
ფინალი
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა
კარლ ცაისი 2–1 [20][21][17][18][22]
1981–82 თასების თასი
1/16
ავსტრიის დროშა
გრაცერი 2–0 2–2
1/8
საფრანგეთის დროშა
ბასტია 3–1 1–1
1/4
პოლონეთის დროშა
ლეგია ვარშავა 1–0 1–0
1/2
ბელგიის დროშა
სტანდარდი ლიეჟი 0–1
1982–83 უეფა-ს თასი
1/32
იტალიის დროშა
ნაპოლი 2–1 0–1
1987–88 უეფა-ს თასი
1/32
ბულგარეთის დროშა
ლოკომოტივი სოფია 1–3
1/8
გერმანიის დროშა
ვერდერი 1–1 1–2 [23][24]

სამწვრთნელო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის „დინამოს“ მეორე მწვრთნელად დაინიშნა.[25] 2018 წლის 11 ნოემბრიდან 2019 წლის 8 მარტამდე „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა.[26] 2019 წლის 8 მარტიდან თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელობა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა ფელის ვისენტემ ჩაიბარა.[27] ზაურ სვანაძემ ვისენტეს ასისტენტად განაგრძო მუშაობა.[27][28][29]

2019 წლის 23 დეკემბერს თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გახდა. გუნდის ახალი თავკაცისა და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ზაურ სვანაძე ამ დრომდე, კვლავ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად რჩება.[30]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 30.
  2. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 57.
  3. ზაურ სვანაძე — პერსონალური გვერდი
  4. თბილისის დინამოელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
  5. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1980, გვ. 52.
  6. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1987, გვ. 26.
  7. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ.1981, გვ. 25.
  8. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 25.
  9. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 15.
  10. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 21.
  11. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 67.
  12. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 7–9.
  13. West Ham United 1–4 Dinamo Tbilisi
  14. West Ham United 1–4 Dinamo Tbilisi
  15. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 67–72.
  16. 16.0 16.1 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 100.
  17. 17.0 17.1 17.2 ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 61.
  18. 18.0 18.1 18.2 აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1982, გვ. 111, 147.
  19. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 73–78.
  20. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., 1981, გვ. 78–85.
  21. ფანჯიკიძე, გ., 1981, გვ. 50.
  22. ამ გამარჯვებამდე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით.[მკვდარი ბმული]
  23. «ДИНАМО» (Тбилиси) - «Вердер» (Бремен, ФРГ)
  24. Программка матча
  25. ზაურ სვანაძე „დინამოში“ ბრუნდება
  26. „დინამო“ ზაურ სვანაძემ ჩაიბარა
  27. 27.0 27.1 მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
  28. თბილისის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი
  29. თბილისის „დინამოს“ მთ. მწვრთნელის ასისტენტი
  30. თბილისის „დინამო“ ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად