ზამბოანგა
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ზამბოანგა | |||
ფაილი:Zamboanga city.jpg | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
კოორდინატები | 06°52′00″ ჩ. გ. 122°04′00″ ა. გ. / 6.86667° ჩ. გ. 122.06667° ა. გ. | ||
დაარსდა | 1635 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1939 | ||
ფართობი | 1483,3 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 6 მ | ||
მოსახლეობა | 843 201 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 568,43 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | +63 62 | ||
საფოსტო ინდექსი | 7000 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.zamboanga.gov.ph/ | ||
ზამბოანგა (ტაგალ. Lungsod ng Zamboanga, ინგლ. Zamboanga City) — ქალაქი ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე. ეს არის ფილიპინების მესამე „დიპლომირებული" ქალაქი, რომელიც დიდი ქალაქების კატეგორიაში შედის. „დიპლომირებული" ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1936 წელს. იგი ასევე არის დამოუკიდებელი ქალაქი, რომელიც არ შედის სხვა პროვინციაში. ესაზღვრება მეზობელ პროვინციას ზამბოანგა-სიბუგაის. ქალაქის ფართობია 1483 კმ², მოსახლეობა - 843 201 (2010 წ.). ქალაქი დააარსეს ესპანელებმა 1635 წელს, როგორც ციხესიმაგრე მოროს ხალხის თავდასხმებისაგან თავდაცვის მიზნით.
ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასითებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზამბოანგა მდებარეობს ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულის სამხრეთ დაბოლოებაზე. იგი მანილიდან დაშორებულია 460 საზღვაო მილით, ხოლო ინდონეზიის ქალაქ მენადოდან 345 მილით. ქალაქ სებუდან 372 მილი აშორებს, ხოლო ქალაქ დავაოდან — 340. ქალაქის ტერიტორიას გარს არტყავს სულუს ზღვა დასავლეთიდან, სულავესის ზღვა და ბასილანის სრუტე სამხრეთიდან, ხოლო მოროს ყურე — აღმოსავლეთიდან.
ქალაქი მდებარეობს რამდენიმე მიმდებარე პატარა კუნძულზეც, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია გრეიტ-სანტა-კრუსი. იგი დასვენებისთვის კარგი ადგილია და მდებარეობს ქალაქიდან კატერით საათნახევრის სავალზე. კუნძული ცნობილია ე. წ. „ვარდისფერი ქვიშის“ პლაჟით. ქვიშს ფერი მიიღება მოწითალო ან ვარდისფერი ფერის მარჯნის ქერქებით.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზამბოანგა მდებარეობს ტაიფუნების მოქმედების ზონაში. მარტიდან მაისის ჩათვლით სიცხე და სიმშრალეა. ტემპერატურა აღწევს 22 °С. ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით წვიმების სეზონია. რეკორდული ტემპერატურაა — 38,7 °С, რომელიც დაფიქსირდა 1999 წლის 15 აგვისტოს, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურაა — 15 °С, რომელიც დაფიქსირდა 1965 წლის 27 თებერვალს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIII საუკუნის დასაწყისში ქალქი ატარებდა სახელწოდებას ხამბანგანი, რომელიც იტარგმნება, როგორც „ყვავილების ქალაქი“. თავდაპირველად აქ ხდებოდა მალაიელების განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების მიგრაცია კუნძულ სულუდან, რომელთა წინაპრებიც, თავის დროზე მოვიდნენ კუნძლ მალაკიდან. XV საუკუნიდან სულს რეგიონში და მინდანაოზე გავრცელდა ისლამი. ქალაქი შევიდა სულუს სასულთნოს შემადგენლობაში. ესპანელები აქ გამოჩნდნენ 1596 წელს, რომლებიც იძლებულები იყვნენ შებრძოლებოდნენ მოროს ხალხს, ადგილობრივ მუსულმანებს, რომლებიც კოტაბატოს რაიონში ცხოვრობდნენ. ამ რაიონში, 1635 წელს ფილიპინების გენერალ-გუბერნატორ ხუან სერეს და სალამანკას მმარტველობის პერიოდში გადმოასახლეს 300 ჯარისკაცი მეხიკოდან. მათ ხელმძღვანელობდა კაპიტანი ხუან დე ჩავესი. კუნძულის ყველაზე სამხრეთ ნაწილში, ბასილანის ყურის ნაპირზე ააგეს ციხესიმაგრე სან-ხოსე, რომელიც აკონტროლებდა მუსულმან მეკობრეებს. აღნიშნული ციხესიმაგრის დაარსება საფუძვლად დაედო ქალაქ ზამბოანგას.
მომდევნო 1636 წელს ესპანელებმა გაიმარჯვეს ტაგალ მეკობრეებზე. XVIII საუკუნეში ქალაქში აქტიურად დაიწყეს მოღვაწეობა იეზუიტმა მისიონერებმა. ამავე პერიოდში მანილის გუბერნატორის ფერნანდო დე ბუსტილიო ბუსტამანტე ი რუედას ბრძანებით დაანგრიეს ძველი ციხესიმაგრე და ააშენეს ახალი. ამავე საუკუნეში ზამბოანგა ესპანელების მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო ფილიპინების სამხრეთ ნაწილში.
ესპანელების ამერიკელებთან ბრძოლის დროს, ზამბოანგა იყო ესპანეთის ჯარების მთავარი დასაყრდენი და მათ ქალაქი დატოვეს მხოლოდ 1899 წელს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქს აქვს ეპითეტები „ულამაზესი ზამბოანგა“ და „აზიის ლათინური ქალაქი“. მის უძველეს მოსახლეებს შეადგენენ მალაიელები, რომელებიც აზიის კონტინენტიდან გადასახლდნენ.
ქალაქში გავრცელებულია კრეოლური ენა და ენა ჩაბაკანო, ენა რომელსაც აქვს ესპანური ლექსიკა, ხოლო სინტაქსი და გრამატიკული წესები აღებულია ადგილობრივი ენებისაგან. მრავალი ადამიანი საუბრობს ასევე ესპანურად და ინგლისურად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website of the City Government of Zamboanga დაარქივებული 2012-11-10 საიტზე Wayback Machine.
- Zamboanga City
- Zamboanga City britannica.com-ზე
- Zamboanga City დაარქივებული 2019-11-07 საიტზე Wayback Machine.
|