Hardwired... to Self-Destruct

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Hardwired... to Self-Destruct

სტუდიური ალბომი - მეტალიკა
გამოცემის თარიღი 18 ნოემბერი 2016
ჩაიწერა მაისი 2015 - აგვისტო 2016
სტუდია მეტალიკის სტუდია, სან-რაფაელი, კალიფორნია
ჟანრი
ხანგრძლივობა 77:26
ლეიბლი Blackened
პროდიუსერი
მეტალიკა – ქრონოლოგია

Beyond Magnetic
(2011)
Hardwired... to Self-Destruct
(2016)
სინგლები ალბომიდან Hardwired... to Self-Destruct
  1. „Hardwired“
    გამოვიდა: 18 აგვისტო, 2016
  2. „Moth into Flame“
    გამოვიდა: 26 სექტემბერი, 2016
  3. „Atlas, Rise!“
    გამოვიდა: 31 ოქტომბერი, 2016
  4. „Now That We're Dead“
    გამოვიდა: 18 აპრილი, 2017

Hardwired... to Self-Destruct — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეათე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა ორმაგი ალბომის სახით 2016 წლის 18 ნოემბერს, საკუთარ ლეიბლზე Blackened Recordings. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი რვაწლიანი შესვენების და Death Magnetic-ის შემდეგ. Hardwired... to Self-Destruct აგრეთვე არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელშიც არ არის კირკ ჰემეტის ავტორობის სიმღერები და პირველი ალბომი, გამოცემული Blackened-ზე. ჩანაწერის პროდიუსერია გრეგ ფაიდელმენი, Death Magnetic-ის ხმის ინჟინერი.

Hardwired... to Self-Destruct არის ჯგუფის თანმიმდევრობით მეექვსე ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე Billboard 200-ის სათავეში მოხვდა, გაიყიდა რა პირველ კვირაში 291.000 ასლის ოდენობით და აგრეთვე ლიდერობდა 57 ქვეყნის ჩარტებში. მსოფლიოში საერთო ჯამში მისი 2 მილიონი ასლი გაიყიდა, ხოლო კრიტიკოსების შეფასებები ძალიან დადებითი იყო.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ოქტომბერში ბასისტმა რობერტ ტრუჰილომ განაცხადა, რომ ჯგუფი უბრუნდებოდა სტუდიას ახალი მასალის ჩასაწერად: „მეტალიკის ახალი ალბომის დაწერა დავიწყეთ. სტუდიაში რიკ რუბინთან ერთად ვართ, რაღაცებზე ვმუშაობთ და შემდეგი წლის დიდ ნაწილს ჩაწერას დავუთმობთ.“[1] ჟურნალთან Classic Rock 2013 წლის 8 იანვარს საუბრისას ლარს ულრიხი ამბობდა: „რასაც ახლა ვაკეთებთ, ნამდვილად ჰგავს Death Magnetic-ის გაგრძელებას.“ მან აგრეთვე განაცხადა: „რიკი მიყვარს. ყველას გვიყვარს. მასთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს. ვნახოთ, რას მოგვიტანს. გამიკვირდებოდა, თუ ალბომი 2013 წელს გამოვიდოდა.“[2] 2013 წლის ივლისში, ინტერვიუში, ულრიხმა Ultimate Guitar-ს განუცხადა: „2014-ში მხოლოდ მეტალიკის ახალ ალბომზე ვიმუშავებთ.“ მან აგრეთვე დაამატა, რომ დისკი 2015 წელს გამოვიდოდა.[3] მოგვიანებით ტრუჰილომ და კირკ ჰემეტმა დაადასტურეს, რომ ჯგუფი სტუდიაში დაბრუნებას აპირებდა.[4]

2014 წლის მარტში დაიწყო ჯგუფის ტურნეს „Metallica By Request“, რომლის ფარგლებში ფანები თავად ადგენდნენ კონცერტების სეტლისტებს[5]. აგრეთვე სრულდებოდა ახალი სიმღერა „Lords of Summer“, რომელიც დემოს სახით 2014 წლის მარტში გამოვიდა.[6] შავ პარასკევს სინგლი გრამფირფიტაზე გამოიცა როგორც „First Pass Version“, საკონცერტო ჩანაწერით, მხოლოდ 4000 ასლის ოდენობით. 2015 წლის მარტში ულრიხმა Rolling Stone-ს განუცხადა, რომ ალბომისთვის 20 სიმღერა მომზადდა და, იგი იმედოვნებდა, რომ მათ ნაწილს წლის ბოლოს შეასრულებდნენ.[7] 2015 წლის ოქტომბერში ჯგუფმა გაუშვა ახალი საიტი, ულრიხის მიერ მომზადებული შესავალით და კადრებით სტუდიიდან.[8] ნოემბერში ჰემეტმა განაცხადა, რომ ალბომი ან 2016 წლის ბოლოს, ან 2017 წლის დასაწყისში გამოვიდოდა.[9]

2016 წლის 6 თებერვალს, ტურნეს „The Night Before“ ფარგლებში AT&T Park-ში სუპერ-ბოულ 50-ამდე ჯეიმზ ჰეტფილდმა თქვა, რომ ჯგუფმა თითქმის დაასრულა ჩაწერა, ულრიხმა კი დაადასტურა, რომ დისკი მალე გამოიცემოდა.[10] ამას დაემატა შოუს დროს ჯგუფის მიერ ახალი რიფის შესრულება (რაც საბოლოოდ აღმოჩნდა ამონარიდი „Murder One“-იდან. 2016 წლის მარტში ულრიხი ამბობდა, რომ ჯგუფი იმედოვნებდა ჩაწერის დასრულებას გაზაფხულის პერიოდში.[11] 2016 წლის მარტში ჰემეტმა განაცხადა, რომ ჯგუფი გრეგ ფაიდელმენთან, Death Magnetic-ის ხმის ინჟინერთან ერთად, მუშაობდა ახალ ალბომზე - ამჯერად იგი პროდიუსერის როლს ასრულებდა.[12]

2016 წლის აპრილში, გრამფირფიტების დღის წინ (ჯგუფი ამ წელს აღნიშნული ღონისძიების ელჩი იყო) ულრიხმა Billboard-ს უამბო, რომ ჯგუფის გაზრდილი როლი მუსიკალურ ინდუსტრიაში მიზეზი იყო იმის, თუ რატომ დასჭირდა ალბომის ჩაწერას ამდენი დრო. „თუ როგორ ვმუშაობთ ახლა, განსხვავდება იმისგან, როგორ ვმუშაობდით Kill 'Em All-ის და Ride the Lightning-ის პერიოდში. დღეს ჩვენი საქმიანობა ნაირფეროვანია.“ იგი ალბომის თაობაზე ოპტიმისტურად განწყობილი ჩანდა და თქვა, რომ მუშაობა მასზე თითქმის დასრულებული იყო. „თუ რამე რადიკალური არ მოხდება, ვერ დავიჯერებ, რომ 2016 წელს არ გამოვა.“[13] მაისში ულრიხმა Metal Forces-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დისკი 2016 წლის ზაფხულში გამოვიდოდა და დეტალებზე მუშაობა შემდეგ თვეში დასრულდებოდა. „თუ ალბომი ამ წელს არ გამოვა, მაშინ საერთოდ არ გამოვა, არა იმიტომ, რომ არ არის მზად...უბრალოდ იმიტომ, რომ იქნება რაღაც კოსმოსური მიზეზი იმისთვის, რომ შემდეგ წლამდე გადავდოთ. მაგრამ ალბომს დავასრულებთ ამ ზაფხულს.“[14] ჩაწერა 2016 წლის ივნისში, „Hardwired“-ის შემდეგ დასრულდა.[15]

Hardwired... to Self-Destruct არის ჯგუფის პირველი სტუდური ალბომი, რომელშიც ჰემეტი არ არის სიმღერების თანაავტორი (მისი 1983 წელს მოსვლიდან). 2014 წელს კირკამ თავისი ტელეფონი დაკარგა კოპენჰაგენის აეროპორტში - მასში 250-მდე სხვადასხვა რიფის მონახაზი ჰქონდა შენახული.[16] ვინაიდან ფაილები არ ჰქონდა სხვაგან შენახული, მისი შემოქმედებითი წვლილი ამ ალბომში უფრო მცირე აღმოჩნდა და დასჭირდა „თავიდან დაწყება“, ხოლო ჰეტფილდს და ულრიხს უკვე ჰქონდათ გამზადებული მასალა.[17] ტრუჰილოს ერთადერთი წვლილი ალბომში არის „ManUNkind“-ის შესავალი - მისივე თქმით, დაწერილი კლიფ ბარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემად.[18] ტექსტების მხრივ Hardwired... to Self-Destruct არის წუწუნი მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ და ისეთ თემებზე, როგორიც არის ნარკოტიკის ჭარბი რაოდენობით მოხმარება („Hardwired“). „Dream No More“-ში ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის „კტულხუს მითოსის“ მოტივები ჟღერს, ხოლო „Murder One“ ეძღვნება Motörhead-ის ლიდერ ლემი კილმისტერს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გარდაიცვალა - სახელწოდება გიტარისტის საყვარელი გამაძლიერებლისგან მომდინარეობს.

გამოცემა და პრომოკამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Facebook-ზე 2016 წლის 18 აგვისტოს ტრანსლირებისას ულრიხმა განაცხადა, რომ ალბომი 2016 წლის ნოემბერში გამოვიდოდა, 12 სიმღერით. ჯგუფის ოფიციალური საიტის თანახმად, CD-ვერსიაში უნდა შესულიყო 2 CD, თითოზე - 6 სიმღერით და ალბომში საერთო ჯამში, ახალი სიმღერების სულ 80 წუთი იქნებოდა. პირველი სინგლი, „Hardwired“, იმავე დღეს გამოვიდა - ყველამ, ვინც ალბომი წინასწარ შეუკვეთა, შეძლო სიმღერის ჩამოტვირთვაც. გამოვიდა ალბომის გარეკანი, შექმნილი Herring & Herring-ის მიერ[19] და „Hardwired“-ის მუსიკალური ვიდეოც.[20] 2016 წლის 15 სექტემბერს ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ალბომის დელუქს-გამოცემისთვის სიმღერების სია განაახლა. მესამე დისკზე მანამდე ყველგან აღნიშნული იყო „Riff Origins“. მათ სანაცვლოდ სიაში შევიდა რონი ჯეიმზ დიოსადმი მიძღვნილ ალბომში Ronnie James Dio – This Is Your Life მოხვედრილი რამდენიმე სიმღერა, Deep Purple-ის „When a Blind Man Cries“ და Iron Maiden-ის „Remember Tomorrow“, ისევე, როგორც გრამფირფიტების დღეს, 2016 წლის 16 აპრილს შესრულებული მთელი რიგი სიმღერების და „Hardwired“-ის საკონცერტო ვერსია.[21]

2016 წლის 29 სექტემბერს ჯგუფმა გამოუშვა ალბომის მეორე სინგლი, „Moth into Flame“, ისევე, როგორც თანმხლები მუსიკალური ვიდეო.[22] მესამე სინგლი, „Atlas, Rise!“, გამოვიდა 31 ოქტომბერს, რასაც ახლდა ალბომის ჩაწერის დროს გადაღებული კადრებისგან შედგენილი ვიდეო.[23] ულრიხი The Straits Times-თან საუბარში ამბობდა, რომ ალბომის ყველა სიმღერისთვის ვიდეოები მომზადდებოდა და YouTube-ზე განთავსდებოდა. „ვინაიდან YouTube მსოფლიოს უდიდესი სატელევიზიო სადგური გახდა, ვფიქრობთ, ყოველი სიმღერისთვის ვიდეო გამოვა...პრაქტიკულად, ეს გიჟობაა, თანაც, როდესაც ცდილობ ალბომის პრომოუშენს და ყველგან დადიხარ და ზრუნავ იმაზე, რომ არსად გაჟონოს. გიჟობაა, მაგრამ ამავე დროს, სახალისო.“[24] 12 ნოემბერს Walmart-ში, 18 ნოემბერს ოფიციალურ გამოსვლამდე დისკის გაყიდვები დაიწყო. 16 ნოემბერს გამოვიდა დარჩენილი 9 სიმღერის ვიდეოები (ისევე, როგორც „Lords of Summer“-ის).[25] იტალიის ქალაქი მატერა „Spit Out the Bone“-ში ვიდეოშია გადაღებული.[26]

WWE-მ „Am I Savage?“ გამოიყენა Wrestlemania 33-ის ერთ-ერთ თემატურ სიმღერად, Triple H-ის და სეთ როლინზის მატჩის რეკლამისას. იმავე პერიოდში „Now That We're Dead“ რადიოეთერში გამოჩნდა.

ტურნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : WorldWired Tour.

ალბომის თანმხლები ტურნე WorldWired Tour დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში, პუერტო-რიკოში.

კრიტიკოსების შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 74/100[27]
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 4/5 stars[28]
The A.V. Club C[29]
The Chicago Tribune 2/4 stars[30]
Classic Rock 3/5 stars[31]
The Guardian 4/5 stars[32]
NME 4/5 stars[33]
PopMatters 8/10[34]
The Daily Telegraph 3/5 stars[35]
Rolling Stone 4/5 stars[36]
Sputnikmusic 3.5/5[37]

Hardwired... to Self-Destruct-მა ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო. Metacritic-ზე მისი რეიტინგი 28 მიმოხილვის მიხედვით 74/100-ს შეადგენს, რაც „ძირითადად კეთილგანწყობილ შეფასებებს“ ნიშნავს[27]. AllMusic-ის სტივენ თომას ერლეუაინის თქმით, ალბომში შეტანილია მეტალიკის მუსიკის ყველა ძირითადი ელემენტი, თუმცა, იგი არ ჟღერს ისე მძვინვარედ, როგორც 80-იანებში.[28] დევიდ ენთონის (The A.V. Club) შთაბეჭდილებები არაერთგვაროვანი იყო: „უსასრულო თრეშ-მეტალის 77 წუთის შემდეგ დაღლილი ხარ“. მისი აზრით, სიმღერები უკეთესი იქნებოდა, თუკი მათზე უფრო მეტად იმუშავებდნენ. თუმცა, მან დადებითად შეაფასა ალბომის პირველი სამი სინგლი - მისი აზრით, ეს იყო ჯგუფის მიერ 80-იანების შემდეგ დაწერილი საუკეთესო სიმღერები.[29] Rolling Stone'-ის დევიდ ფრაიკი ამბობდა, რომ დისკმა ...And Justice for All და Metallica გაახსენა, პირველის „ხორკლიანი აპოკალიფსით“ და მეორეს „გონებამახვილი მგზნებარებით“[36]. გრეგ კოტი (The Chicago Tribune) თვლიდა, რომ Hardwired... to Self-Destruct ვერ შეედრება მეტალიკის საუკეთესო ნაშრომებს და მას მალე დაივიწყებდნენ ტურნეს დასრულების შემდეგ.[30] დომ ლოუსონის (The Guardian) აზრი საპირისპირო იყო. იგი წერდა, რომ Hardwired... არის 25 წლის შემდეგ მეტალიკის საუკეთესო ალბომი. თუმცა, მან კრიტიკულად განიხილა მეორე დისკი, რომელიც, მისი აზრით, არ იყო ისეთივე კარგი, როგორც პირველი და ალბომის კლასიკად წოდებისგან თავი შეიკავა.[32]

Sputnikmusic-ის ტრეი სპენსერი წერდა, რომ შესრულების მხრივ, ჰეტფილდის ვოკალი განახლებულად ჟღერდა, მაგრამ უკმაყოფილო იყო ულრიხის შესრულებით ზოგიერთ სიმღერაში. დასკვნის სახით, იგი წერდა, რომ მეტალიკა არ ცდილობდა კლასიკური ჟღერადობის კვლავ მიღებას, მაგრამ ალბომი მხოლოდ „დაკვრისადმი სიყვარულის გამო ჩაწერა“.[37] სტივენ დალტონი, Classic Rock-იდან, ამბობდა, რომ მეტალიკა კვლავ უწევდა კონკურენციას უდიდეს პოპულარულ შემსრულებლებს ისეთ პირობებში, სადაც მუსიკა უარესობისკენ შეიცვალა. დალტონს მოეწონა დისკის გარეკანი, მაგრამ მისი აზრი მუსიკის შესახებ უფრო არაერთგვაროვანი იყო[31]. ადრიენ ბეგრანი (PopMatters) კმაყოფილი ჩანდა ჯგუფის მხრიდან სიმღერების შექმნის ხარისხით და ბალადებისგან და ხანგრძლივი ინსტრუმენტალებისგან თავის შეკავებით. იგი აღნიშნავდა, რომ მეტალიკას კვლავ სიამოვნებდა შესრულება და შექმნა ალბომი, რომელიც მოეწონებოდა როგორც ძველ, ასევე ახალ მსმენელებს.[34] ნიკ მაკ-კორმიკის (The Daily Telegraph) თანახმად, თუკი ალბომი უფრო ხანგრძლივი იქნებოდა, იგი უფრო ეფექტური გამოვიდოდა. თუმცა, დადებითი მის მიმოხილვაში ის იყო, რომ მისი აზრით, „80 წუთის განმავლობაში განრისხებულად ჩაგყვირიან და საერთოდ არ ნებდებიან.“[35]

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემა აღიარება წელი შეფასება სქ.
PopMatters 2016 წლის საუკეთესო მეტალი 2016
1
Revolver 2016 წლის 20 საუკეთესო ალბომი 2016
1
Rolling Stone 2016 წლის 20 საუკეთესო მეტალ-ალბომი 2016
1
Rolling Stone 2016 წლის 50 საუკეთესო ალბომი 2016
36
Rolling Stone მკითხველების გამოკითხვა: 2016 წლის 10 საუკეთესო ალბომი 2016
3
Kerrang! 2016 წლის 50 საუკეთესო ალბომი 2016
2

კომერციული წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Hardwired... to Self-Destruct გამოსვლისთანავე მოხვდა Billboard 200-ის პირველ ადგილზე, გაიყიდა რა პირველივე კვირის განმავლობაში 291 000 ასლის ოდენობით - აქედან 282 000 წარმოადგენდა ალბომის ასლებს[44], 9000 - 34 000 სიმღერის ციფრულ ჩამონატვირთებს და 9.3 მილიონჯერ სტრიმინგის რეჟიმში მოსმენას. აშშ-ში სუფთა გაყიდვების მხრივ ეს იყო წლის დებიუტების სიაში მესამე ადგილზე მოხვედრილი ჩანაწერი (დრეიკის Views-ის და ბიონსე ნოულსის Lemonade-ის შემდეგ.[45] ალბომი Billboard 200-ში მეორე კვირის განმავლობაში მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა და გაიყიდა 75 000 ასლის სახით[46], რაშიც შედიოდა 71 000 ფიზიკური დისკი.[47] Hardwired... to Self-Destruct იყო 2016 წელს აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი მეტალ-ალბომი და საერთო ჯამში, მეშვიდე ყველაზე გაყიდვად ალბომში, დეკემბრის ბოლოსთვის 516 000 გაყიდული ასლით.[48] იგი გერმანიაში იქცა წლის ყველაზე გაყიდვად დებიუტად, 200 000 ასლით პირველივე კვირაში, რასაც მოჰყვა პლატინის სტატუსი.[49] Hardwired... to Self-Destruct ამავე დროს, ავსტრალიაშიც წარმატებული აღმოჩნდა - პირველივე კვირაში გაიყიდა 26 000 ასლის სახით და მოხვდა ჩარტის პირველ ადგილზე.[50] საერთო ჯამში, იგი პირველ ადგილს იკავებდა 57 ქვეყნის ჩარტში, მოხვდა 75 ქვეყნის საუკეთესო სამეულებში და 105 ქვეყნის ხუთეულებში.[51] 2017 წლის 12 აპრილს იგი აშშ-ში პლატინის სტატუსით აღინიშნა.[52]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკი 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებამუსიკახანგრძლივობა
1.„Hardwired“3:09
2.„Atlas, Rise!“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
6:28
3.„Now That We're Dead“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
6:59
4.„Moth into Flame“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
5:50
5.„Dream No More“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
6:29
6.„Halo on Fire“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
8:15
საერთო ხანგრძლივობა:37:13

დისკი 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებამუსიკახანგრძლივობა
1.„Confusion“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
6:41
2.„ManUNkind“
6:55
3.„Here Comes Revenge“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
7:17
4.„Am I Savage?“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
6:29
5.„Murder One“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
5:45
6.„Spit Out the Bone“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
7:09
საერთო ხანგრძლივობა:40:16

დისკი 3[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე დისკი მეორე სიმღერა იწერებოდა რონი ჯეიმზ დიოსადმი მიძღვნილი ალბომისთვის Ronnie James Dio – This Is Your Life (2014). სიმღერები 5–13 ჩაწერილია სტუდიაში Rasputin Music (ბერკლი, კალიფორნია), 2016 წლის 16 აპრილს, გრამფირფიტების დღეს გამოსაცემად. სიმღერა 14 ჩაიწერა მინეაპოლისში, მინესოტაში, 2016 წლის 20 აპრილს, U.S. Bank Stadium-ზე.

დელუქს გამოცემა
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Lords of Summer“
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
  • ტრუჰილო
7:10
2.„Ronnie Rising Medley (A Light in the Black / Tarot Woman / Stargazer / Kill the King)“ (რეინბოუს სიმღერების ქავერ-ვერსიების პოპური)9:03
3.„When a Blind Man Cries“ (Deep Purple-ის სიმღერის ქავერ-ვერსია)4:35
4.„Remember Tomorrow“ (Iron Maiden-ის სიმღერის ქავერ-ვერსია)5:50
5.„Helpless“ (Diamond Head-ის სიმღერის ქავერ-ვერსია)
3:08
6.„Hit the Lights“ (ცოცხალი)
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
4:07
7.„The Four Horsemen“ (ცოცხალი)
5:19
8.„Ride the Lightning“ (ცოცხალი)
6:56
9.„Fade to Black“ (ცოცხალი)
7:24
10.„Jump in the Fire“ (ცოცხალი)
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
  • მასტეინი
5:13
11.„For Whom the Bell Tolls“ (ცოცხალი)
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
  • ბარტონი
4:32
12.„Creeping Death“ (ცოცხალი)
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
  • ბარტონი
  • ჰემეტი
6:43
13.„Metal Militia“ (ცოცხალი)
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
  • მასტეინი
6:07
14.„Hardwired“ (ცოცხალი)
  • ჰეტფილდი
  • ულრიხი
3:30
საერთო ხანგრძლივობა:79:37

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაცია აღებულია ალბომის ბუკლეტიდან.[53]

მეტალიკა
სტუდიური პერსონალი
  • გრეგ ფაიდელმენი – პროდიუსერი, ხმის მიქსი, ხმის ჩაწერა
  • მიკ გილისი, სარა ლინ კილიონი – დამატებითი ჩაწერა
  • დენ მონტი, ჯიმ მონტი, ჯეისონ გოსმენი – ციფრული რედაქტირება
  • კენ მეტკი – ხმის ინჟინერის თანაშემწე
  • დეივ კოლინზი – მასტერინგი
  • ტერნერ დაკუორთი – გარეკანის დიზაინი
  • Herring & Herring – ფოტოგრაფია, მხატვრული გაფორმება

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[104] ოქრო 35,000^
ავსტრია (IFPI Austria)[105] პლატინა 15,000x
ბელგია (BEA)[106] პლატინა 30,000*
კანადა (Music Canada)[107] პლატინა 80,000^
დანია (IFPI Denmark)[108] ოქრო 10,000^
საფრანგეთი (SNEP)[109] პლატინა 100,000*
გერმანია (BVMI)[110] 3× ოქრო 300,000^
საბერძნეთი (IFPI Greece)[111] პლატინა 6,000^
უნგრეთი (MAHASZ)[112] პლატინა 6,000x
იტალია (FIMI)[113] ოქრო 25,000*
მექსიკა (AMPROFON)[114] 2× პლატინა 120,000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[115] ოქრო 7,500^
პოლონეთი (ZPAV)[116] 4× პლატინა 80,000*
South Korea (Gaon)[117] ოქრო 5,000*
ესპანეთი (PROMUSICAE)[118] ოქრო 20,000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[119] ოქრო 100,000^
აშშ (RIAA)[120] პლატინა 500,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Warner, Brett. (October 26, 2011) Metallica Begin Work on Their Next Studio Album. ...ology. დაარქივებულია ორიგინალიდან - November 6, 2011. წაკითხვის თარიღი: October 30, 2011.
  2. Barton, Geoff. Ulrich: Metallica 3D movie project influenced by Zeppelin. Classic Rock. დაარქივებულია ორიგინალიდან - January 13, 2013. წაკითხვის თარიღი: January 19, 2013.
  3. Metallica to Hit the Studio in 2014: 'We'll Run Out of Excuses for Not Doing It by Then'. Ultimate Guitar.
  4. Dekel, Jon. (September 9, 2013) Metallica to record new album in 2014. Postmedia News. წაკითხვის თარიღი: December 26, 2013.
  5. Metallica Announce Final Round of 'By Request' Summer 2014 Tour Dates. Guitar World. წაკითხვის თარიღი: August 19, 2016.
  6. Metallica's Lars Ulrich Says New Song 'Lords Of Summer' Is 'Going Down Well'. Blabbermouth.net (June 23, 2014). წაკითხვის თარიღი: August 19, 2016.
  7. Falina, Melanie. “New Metallica album expected to drop soon; 20 new songs written thus far“, AXS, March 5, 2015. წაკითხვის თარიღი: April 28, 2016. 
  8. New Site, New Club. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2016-11-19.
  9. Gaenzler, Rich. (November 6, 2015) Kirk Hammett On Timeline For Next Metallica Album: 2016 Or Early 2017 At The Latest. Blabbermouth.net. წაკითხვის თარიღი: April 30, 2016.
  10. Kennelty, Greg. “Metallica Nearing The End Of Recording Process For New Album, Allude To A 2016 Release“, Metal Injection, February 8, 2016. წაკითხვის თარიღი: April 28, 2016. 
  11. Kennelty, Greg. “Metallica Hints At "Real, Heavy" New Album In The Second Half Of 2016“, Metal Injection, March 11, 2016. წაკითხვის თარიღი: April 28, 2016. 
  12. Downey, Ryan J.. “"This month I start writing my script" – Q&A with Kirk Hammett of Metallica“, Alternative Press, March 14, 2016. წაკითხვის თარიღი: April 28, 2016. 
  13. Bienstock, Richard. “Lars Ulrich Takes Us Inside Metallica's Record Store Day Vault, Teases New Album“, Billboard, April 11, 2016. წაკითხვის თარიღი: April 30, 2016. 
  14. Metallica To Finalise Details Of New Studio Album In June, Says Lars Ulrich“, Metal Forces, May 28, 2016. წაკითხვის თარიღი: June 4, 2016. 
  15. Metallica "Hardwired" Live on the Howard Stern Show. The Howard Stern Show (September 2016). წაკითხვის თარიღი: October 2, 2016.
  16. Metallica's Kirk Hammett Says He Tracked His Missing iPhone To Copenhagen Airport. Blabbermouth.net (August 12, 2015). წაკითხვის თარიღი: October 11, 2016.
  17. Kielty, Martin. (September 23, 2016) Why Kirk Hammett didn’t write much for new Metallica album. TeamRock. წაკითხვის თარიღი: October 11, 2016.
  18. Metallica's Rob Trujillo pays tribute to Cliff Burton on "ManUNkind" intro. YouTube (December 1, 2016). წაკითხვის თარიღი: December 6, 2016.
  19. Herring & Herring. Metallica. HerringandHerring.com. წაკითხვის თარიღი: September 29, 2016.
  20. Metallica. (August 18, 2016) Hardwired...To Self-Destruct Available November 18, 2016. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: August 19, 2016.
  21. Metallica. “Hardwired...To Self-Destruct is Finished!“, Metallica.com, September 15, 2016. წაკითხვის თარიღი: September 16, 2016. 
  22. Metallica. (September 26, 2016) Track Two – Moth Into Flame. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: September 27, 2016.
  23. Fresh 'Tallica! Here's What New Metallica Song 'Atlas, Rise!' Sounds Like. Ultimate-Guitar.com (October 28, 2016). წაკითხვის თარიღი: October 29, 2016.
  24. Raguraman, Anjali. “Metallica shakes it up“, The Straits Times, October 31, 2016. წაკითხვის თარიღი: November 3, 2016. 
  25. DiVita, Joe. “Metallica Rolling Out Videos for Every Song Off ‘Hardwired … To Self Destruct'; ‘Dream No More’ Out Now“, Loudwire, November 16, 2016. წაკითხვის თარიღი: November 16, 2016. 
  26. Mastronicola, Stefano. “Metallica: la città di Matera nel video di "Spit Out The Bone"“, metalinitaly.com, November 18, 2016. წაკითხვის თარიღი: November 22, 2016. 
  27. 27.0 27.1 Hardwired...To Self-Destruct. Metacritic. წაკითხვის თარიღი: December 24, 2016.
  28. 28.0 28.1 ერლეუაინი, სტივენ თომას. (November 18, 2016) Metallica – Hardwired...To Self-Destruct. AllMusic. წაკითხვის თარიღი: November 18, 2016.
  29. 29.0 29.1 Anthony, David. (November 18, 2016) Metallica’s latest is quality thrash that gets a little tiring. The A.V. Club. წაკითხვის თარიღი: November 19, 2016.
  30. 30.0 30.1 Kot, Greg. (November 18, 2016) Metallica loses way in revisiting past on 'Hardwired ... to Self-Destruct'. The Chicago Tribune. წაკითხვის თარიღი: November 19, 2016.
  31. 31.0 31.1 Dalton, Stephen. (November 2, 2016) Metallica - Hardwired... To Self-Destruct album review. Classic Rock. წაკითხვის თარიღი: November 19, 2016.
  32. 32.0 32.1 Lawson, Dom. (November 17, 2016) Metallica: Hardwired ... to Self-Destruct review – their best riffs for decades. The Guardian. წაკითხვის თარიღი: November 17, 2016.
  33. Bhagwandas, Anita. (November 17, 2016) Metallica – 'Hardwired... To Self Destruct' Review. NME. წაკითხვის თარიღი: November 17, 2016.
  34. 34.0 34.1 Begrand, Adrien. (November 18, 2016) Metallica Hardwired... to Self Destruct. PopMatters. წაკითხვის თარიღი: November 18, 2016.
  35. 35.0 35.1 McCormick, Neil. (November 17, 2016) Metallica's Hardwired... To Self-Destruct is the album America deserves right now – review. The Daily Telegraph. წაკითხვის თარიღი: November 17, 2016.
  36. 36.0 36.1 Fricke, David. (November 17, 2016) Review: Metallica's 'Hardwired' Shreds Back to Vintage Eighties Terror. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: November 17, 2016.
  37. 37.0 37.1 Spencer, Trey. (November 18, 2016) Metallica – Hardwired...To Self-Destruct. Sputnikmusic. წაკითხვის თარიღი: November 19, 2016.
  38. The Best Metal of 2016. PopMatters (December 2, 2016). წაკითხვის თარიღი: December 2, 2016.
  39. 20 Best Albums of 2016. Revolver (December 8, 2016). წაკითხვის თარიღი: December 8, 2016.
  40. 20 Best Metal Albums of 2016. Rolling Stone (December 9, 2016). წაკითხვის თარიღი: December 10, 2016.
  41. Weingarte, Christopher R.. 50 Best Albums of 2016 (28 November 2016). წაკითხვის თარიღი: 15 January 2017.
  42. Greene, Andy. Readers' Poll: 10 Best Albums of 2016. წაკითხვის თარიღი: 14 January 2017.
  43. "50 Greatest Records Of 2016". Kerrang! Nº1649. 7 December 2016. http://www.kerrang.com/46434/k1649-green-day/. წაკითხვის თარიღი: 19 January 2017.
  44. 44.0 44.1 Caulfield, Keith. (ნოემბერი 28, 2016) Metallica Rocks With Sixth No. 1 Album on Billboard 200 Chart. Billboard. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 28, 2016.
  45. Sinha-Roy, Piya. (November 28, 2016) Metallica rocks to top of Billboard album chart. წაკითხვის თარიღი: November 28, 2016.
  46. Caulfield, Keith. (December 4, 2016) The Weeknd's 'Starboy' Bows at No. 1 on Billboard 200 With Third-Biggest Debut of 2016. წაკითხვის თარიღი: December 7, 2016.
  47. Brown, Matt. (December 7, 2016) Metal By Numbers 12/7: Black (album) Friday sales. წაკითხვის თარიღი: December 7, 2016.
  48. Metal by Numbers: The best-selling rock and metal in 2016. Metal Insider (January 5, 2017). წაკითხვის თარიღი: January 6, 2017.
  49. Metallica Mit Erfolgreichstem Album-start 2016. offiziellecharts.de (November 29, 2016). წაკითხვის თარიღი: November 25, 2016.
  50. Adams, Cameron. (November 29, 2016) Metallica have the fastest-selling album in Australia for 2016. წაკითხვის თარიღი: November 30, 2016.
  51. Metallica's 'Hardwired... To Self-Destruct' Tops U.S. Chart With Nearly 300K Copies Sold. Blabbermouth (November 27, 2016). წაკითხვის თარიღი: November 27, 2016.
  52. RIAA certification for Metallica albums.
  53. (2016) Hardwired... to Self-Destruct liner notes (Vinyl BLCKND031-1). Blackened Recordings. 
  54. https://www.ultimate-guitar.com/news/general_music_news/robert_trujillo_singing_backing_vocals_on_new_metallica_record_for_the_first_time.html
  55. Hardwired... to Self-Destruct de Metallica se quedo en el primer puesto, en la semana del 21 al 27 de noviembre Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან - ივნისი 14, 2016. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 30, 2016.
  56. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  57. "Metallica - Hardwired... to Self-Destruct" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 1, 2016.
  58. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  59. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  60. "CD - TOP 10 Semanal". (პორტუგალიურად). ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  61. On The Charts“, FYIMusicNews. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 29, 2016. 
  62. TOP STRANIH - TJEDAN 48. 2016. Croatian. http://www.hdu-toplista.com.+წაკითხვის თარიღი: მაისი 1, 2017.
  63. "Top 50 Prodejní". ჩეხეთის ალბომები. ČNS IFPI. შენიშვნა: ჩარტის გვერდზე აირჩიეთ 201647 ველში სიტყვასთან "Zobrazit", შემდეგ კი დააწკაპუნეთ სიტყვაზე, რათა იხილოთ ჩარტების ზუსტი მონაცემები. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 30, 2016.
  64. METALLICA "HARDWIRED… TO SELF-DESTRUCT", 2017“. წაკითხვის თარიღი: იანვარი 30, 2017. 
  65. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct" (ჰოლანდიურად). Dutchcharts.nl. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  66. "Metallica: Hardwired - to Self-Destruct" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 27, 2016.
  67. Le Top de la semaine : Top Albums Fusionnes - SNEP (Week 47, 2016) French. Syndicat National de l'Édition Phonographique. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 29, 2016.
  68. "Offiziellecharts.de – Metallica – Hardwired... to Self-Destruct" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 25, 2016.
  69. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct". Greekcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 25, 2016.
  70. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ – Magyar Hangfelvétel-kiadók Szövetsége". Mahasz.hu. LightMedia. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 25, 2016.
  71. "GFK Chart-Track". Chart-Track.co.uk. GFK Chart-Track. IRMA. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  72. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  73. 週間 洋楽アルバムランキング Japanese. Oricon. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 4, 2016.
  74. Top Album - Semanal (del 18 de Noviembre al 24 de Noviembre) Spanish. Asociación Mexicana de Productores de Fonogramas y Videogramas. წაკითხვის თარიღი: იანვარი 3, 2017.
  75. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 25, 2016.
  76. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  77. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 1, 2016.
  78. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 5, 2016.
  79. "2016-11-25 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  80. 2016년 48주차 Album Chart Korean. Gaon Music Chart. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 1, 2016.
  81. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი დეკემბერი 1, 2016.
  82. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  83. "Metallica – Hardwired... to Self-Destruct". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 28, 2016.
  84. "2016-11-25 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი ნოემბერი 26, 2016.
  85. Independent Albums. Billboard. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 10, 2016.
  86. Top Album Sales. Billboard. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 10, 2016.
  87. Vinyl Albums. Billboard. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 10, 2016.
  88. Top Rock Albums. Billboard. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 10, 2016.
  89. Hard Rock Albums. Billboard. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 10, 2016.
  90. ARIA Top 100 Albums 2016. Australian Recording Industry Association. წაკითხვის თარიღი: იანვარი 6, 2017.
  91. Ö3 Austria Top 40 - Album-Charts 2016. oe3.orf.at. დაარქივებულია ორიგინალიდან - იანვარი 4, 2016. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 29, 2016.
  92. Jaaroverzichten 2016 Albums. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 29, 2016.
  93. Rapports Annuels 2016 Albums. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 29, 2016.
  94. Album Top-100 2016 Danish. Hitlisten.NU. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 31, 2016.
  95. Jaaroverzichten - Album 2016. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 26, 2016.
  96. Classement des 200 meilleures ventes d’albums de 2016 French. Syndicat National de l'Édition Phonographique. snepmusique.fr. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი 2017.
  97. Longplayer Jahrescharts 2016 German. GfK Entertainment. mix1.de. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 31, 2016.
  98. Top of the Music - FIMI/GfK: Le uniche classifiche annuali complete. Italian. Federazione Industria Musicale Italiana. წაკითხვის თარიღი: February 1, 2017.
  99. Los más vendidos 2016 Spanish. Asociación Mexicana de Productores de Fonogramas y Videogramas. წაკითხვის თარიღი: იანვარი 18, 2017.
  100. Top Selling Albums of 2016. Recorded Music NZ. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 25, 2016.
  101. W 2016 roku najlepiej sprzedającym się albumem było "Życie po śmierci" O.S.T.R. (2016). წაკითხვის თარიღი: იანვარი 14, 2017.
  102. Schweizer Jahreshitparade Alben 2016 – hitparade.ch. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: იანვარი 2, 2017.
  103. End of Year Album Chart Top 100 – 2016. Official Charts Company. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 31, 2016.
  104. ARIA Australian Top 50 Albums. Australian Recording Industry Association (December 5, 2016). წაკითხვის თარიღი: December 3, 2016.
  105. Austrian album certifications – Metallica – Hardwired... to Self-Destruct გერმანულად. IFPI ავსტრია. წაკითხვის თარიღი: November 20, 2016. შეიყვანეთ Metallica ველში Interpret. შეიყვანეთ Hardwired... to Self-Destruct ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  106. Ultratop − ოქრო და პლატინა – 2016. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch.
  107. Canadian album certifications – Metallica – Hardwired... to Self-Destruct. Music Canada. წაკითხვის თარიღი: November 23, 2016.
  108. Certificeringer - Page 97 Danish. IFPI Denmark. წაკითხვის თარიღი: February 4, 2017.
  109. French album certifications – Metallica – HARDWIRED...TO SELF-DESTRUCT ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი. წაკითხვის თარიღი: December 23, 2016.
  110. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Metallica; 'Hardwired … To Self-Destruct') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: January 17, 2017.
  111. Greek album certifications – Metallica – Hardwired … To Self-Destruct ბერძნულად. IFPI საბერძნეთი. წაკითხვის თარიღი: December 23, 2017.
  112. Adatbázis – Arany- és platinalemezek – 2016 უნგრულად. Mahasz. წაკითხვის თარიღი: December 30, 2016.
  113. Italian album certifications – Metallica – Hardwired... to Self-Destruct იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია. წაკითხვის თარიღი: December 3, 2016.
  114. Mexican album certifications – Metallica – Hardwired ... To Self-Destruct ესპანურად. მექსიკის ფონოგრამების და ვიდეოგრამების პროდიუსერების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: March 2, 2017.
  115. New Zealand album certifications – Metallica – Hardwired... to Self-Destruct. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: November 25, 2016.
  116. Polish album certifications – Metallica – Hardwired... to Self-Destruct პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV). წაკითხვის თარიღი: April 12, 2017.
  117. https://up-1.cdn-fullscreendirect.com/production/photos/7549/large/20170111_154539_7549_965432.jpeg
  118. Spanish album certifications – Metallica – Hardwired... to Self-Destruct ესპანურად (PDF). ესპანეთის მუსიკალური პროდიუსერები. წაკითხვის თარიღი: December 1, 2016.
  119. British album certifications – Metallica – Hardwired... to Self-Destruct. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: December 3, 2016. შეიყვანეთ Hardwired... to Self-Destruct ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  120. American album certifications – Metallica. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: April 18, 2017. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH