დრეიკი (მუსიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დრეიკი
Drake and Future 2016 Summer Sixteen Tour.jpg
გამოსვლა OVO Fest-ზე, 2016
დაბ. სახელი ობრი დრეიკ გრემი
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1986 (1986-10-24) (31 წლის)
ტორონტო, ონტარიო, კანადა
საქმიანობა
  • რეპერი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკალური პროდიუსერი
  • მსახიობი
აქტიური 2001–დღემდე
ქონება 92 მილიონი აშშ დოლარი (2017)[1][2]
ინსტრუმენტი ვოკალი
ჟანრ(ებ)ი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი drakeofficial.com

ობრი დრეიკ გრემი (ინგლ. Aubrey Drake Graham; დ. 24 ოქტომბერი, 1986, ქ. ტორონტო, ონტარიო, კანადა)[3], უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით დრეიკი (ინგლ. Drake) — კანადელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი.[4][5] პირველად 2000-იანებში, ტელესერიალში „დეგრასი: შემდეგი თაობა“ მონაწილეობით გაითქვა სახელი. სურდა რა რეპერის კარიერით დაკავებულიყო, სერიალი 2007 წელს დატოვა და გამოსცა პირველი მიქსტეიპი - Room for Improvement. მოგვიანებით გამოუშვა ორი პროექტი, Comeback Season და So Far Gone, მოგვიანებით კი, 2009 წლის ივნისში, კონტრაქტი ლილ უეინის Young Money Entertainment-თან გააფორმა.[6]

დრეიკის სადებიუტო ალბომი Thank Me Later 2010 წელს გამოვიდა[7] და უმალვე მოხვდა აშშ-ის Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე, მოგვიანებით კი Recording Industry Association of America-ს მიერ პლატინის სტატუსით აღინიშნა. შემდეგი ორი ალბომი იყო Take Care და Nothing Was the Same[8][9][10]. პირველმა ოთხმაგი, ხოლო მეორემ - სამმაგი პლატინის სტატუსი მიეღო. ამასთან, Take Care-მა მას გრემის ჯილდო მოუპოვა - წლის რეპ-ალბომისთვის. ამას მოჰყვა კიდვე ორი მიქსტეიპი - ტრეპით შთაგონებული If You're Reading This It's Too Late და Future-თან ერთად შექმნილი What a Time to Be Alive. ორივემ მას აშშ-ში პლატინის სტატუსი მოუპოვა.[11]

დრეიკის მეოთხე ალბომი, Views 2016 წელს გამოვიდა და დიდი წარმატება იქონია.[12] დენსჰოლით შთაგონებული დისკი Billboard 200-ში პირველ ადგილს 20 კვირის განმავლობაში იკავებდა[13] და იქცა პირველ ალბომად ასეთი წარმატებით ათწლიანი პერიოდის განმავლობაში. სინგლი „One Dance“ ჩარტების პირველ ადგილს რამდენიმე ქვეყანაში იკავებდა (მათ შორის - აშშ-ში, ბრიტანეთში და კანადაში). ამის გარდა, დრეიკი Billboard Hot 100-ში და Billboard 200-ში ერთდროულად ლიდერობდა რვა კვირის განმავლობაში - ეს იყო ახლოს რეკორდთან, რომელიც მანამდე უიტნი ჰიუსტონის მიერ დამყარდა.[14] ალბომმა აშშ-ში ოთხმაგი პლატინა მოიპოვა და გამოცემიდან პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა მილიონი ასლის ოდენობით[15][16]. სინგლმა „Hotline Bling“ მას მოუპოვა გრემის მეორე და მესამე ჯილდო, როგორც საუკეთესო რეპ-შესრულების, ასევე რეპ-სიმღერის კატეგორიაში.[17]

დრეიკი Billboard-ის ერთ-ერთი რეკორდსმენია. საუკეთესო ასეულის ისტორიაში წარმატება იქონია მისმა 154-მა სხვადასხვა სიმღერამ. ამასთან, ერთდროულად ჩარტში იმყოფებოდა მუსიკოსის 24 სიმღერა, ხოლო ზოგადად ასეულში ერთი კვირის განმავლობაში დებიუტების მხრივ მის კარიერაში 21 სინგლი აღირიცხება.[18] იგი აგრეთვე გამოირჩევა სხვა შემსრულებლებს შორის Hot Rap Songs-ში, Hot R&B/Hip-Hop Airplay-ში და Rhythmic Charts-ში ერთდროულად სინგლების ყველაზე დიდი რაოდენობით[19][20]. გრემის გარდა დრეიკი ფლობს სამ ჯუნოს და ამერიკული მუსიკის ექვს ჯილდოს.

დრეიკის სხვა საქმიანობებს შორის არის ლეიბლი OVO Sound, დაარსებული პროდიუსერ 40-სთან ერთად. მუსიკოსი თავად ჰიპ-ჰოპ პროდიუსერის სახით მუშაობს, ფსევდონიმით Champagne Papi. ფსევდონიმით „OVO“ იგი აგრეთვე უშვებს ტანსამცლის კოლექციებს და მიჰყავს გადაცემა Beats 1 Radio-ზე. დრეიკი ამჟამად აგრეთვე არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მსოფლიო ელჩი, კერძოდ - ტორონტო რაპტორსის წარმომადგენელი.[21]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დრეიკის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები
EP-ები
მიქსტეიპები
პლეილისტები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Forbes Five: The Richest In Hip-Hop Of 2017. Forbes. წაკითხვის თარიღი: June 4, 2017.
  2. Drake and The Weeknd Among Forbes’ List of Highest Paid Celebrities in 2017. XXL. წაკითხვის თარიღი: June 13, 2017.
  3. Kellman, Andy. Drake - Music Biography, Credits and Discography. AllMusic.
  4. Aubrey Graham. Internet Movie Database.
  5. Caramanca, Jon. “Drake Pushes Rap Toward the Gothic“, The New York Times, November 16, 2011. წაკითხვის თარიღი: February 1, 2012. 
  6. Brown, Charley. (June 29, 2009) Drake Signs To Young Money / Universal Motown. WeLiveThis.com.
  7. Caulfield, Keith. (August 10, 2015) Drake's 'If You're Reading This' Becomes First Million-Selling Album Released in 2015. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: August 10, 2015.
  8. Take Care Reviews, Ratings, Credits, and More at Metacritic. Metacritic. CBS Interactive. წაკითხვის თარიღი: November 12, 2011.
  9. Paul Grein. (January 2, 2014) The Top 10 Albums and Songs of 2013. Yahoo!.
  10. The 25 Best Albums Of 2013 – Page 6 of 6. XXL. Harris Publications (December 23, 2013). წაკითხვის თარიღი: July 20, 2015.
  11. Zaworski, Eric. (February 17, 2015) Drake – If You're Reading This It's Too Late. Exclaim!. წაკითხვის თარიღი: February 25, 2015.
  12. 'Views' From the Top: The Chart Records Set by Drake's Album (So Far) (2016-07-06). წაკითხვის თარიღი: 2016-07-23
  13. Ellis-Petersen, Hannah. “Sean Paul: 'Drake and Bieber do dancehall but don't credit where it came from'“, 2016-09-05. (en-GB) 
  14. Drake's 'One Dance' No. 1 on Hot 100 for Eighth Week“, Billboard, July 5, 2016. 
  15. On the Charts: Drake's 'Views' Sees Platinum Opening Week (2016-05-08). წაკითხვის თარიღი: 2016-06-02
  16. Drake's 'Views' Debuts at No. 1 on Billboard 200 Chart, Sets Streaming Record. წაკითხვის თარიღი: 2016-06-02
  17. Billboard Staff. (February 12, 2017) Grammy Awards 2017: See the Full Winners List. Billboard. წაკითხვის თარიღი: February 13, 2017.
  18. Trust, Gary (March 27, 2017). "Drake Breaks Hot 100 Records: Most Hits Among Solo Artists & Most Simultaneously Charted Songs". Billboard. http://www.billboard.com/articles/columns/chart-beat/7736706/drake-breaks-hot-100-records-most-hits-solo-artists-more-life-songs. წაკითხვის თარიღი: March 27, 2017.
  19. Trust, Gary (October 14, 2013). "Chart Highlights: Katy Perry, Drake, Bastille Score New No. 1s". Billboard. http://www.billboard.com/articles/news/5755455/chart-highlights-katy-perry-drake-bastille-score-new-no-1s. წაკითხვის თარიღი: November 9, 2014.
  20. The Weeknd No. 1 on Hot 100, Drake's 'Hotline Bling' Bounds to No. 2. Billboard.
  21. The Forbes Five. წაკითხვის თარიღი: 2016-05-06