შინაარსზე გადასვლა

რეინბოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეინბოუ
ინგლ. Rainbow

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Ritchie Blackmore's Rainbow
Blackmore's Rainbow
წარმოშობა ჰერტფორდი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, მძიმე მეტალი
აქტიური 1975–84, 1993–97
ლეიბლ(ებ)ი Polydor, BMG
წევრები იხილეთ: ჯგუფის წევრები
საიტი ritchieblackmoresrainbow.com
რეინბოუ ვიკისაწყობში

რეინბოუ (ინგლ. Rainbow, აგრეთვე ცნობილი როგორც Ritchie Blackmore's Rainbow ან Blackmore's Rainbow) — ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომლის ლიდერი იყო რიჩი ბლეკმორი. იარსება 1975-1984 და 1993-1997 წლებში. თავდაპირველად მასში შედიოდნენ ჯგუფ ელფის წევრები, თუმცა შემდეგ ბლეკმორმა გააგდო ყველა წევრი, გარდა რონი ჯეიმზ დიოსი. 1979 წელს ჯგუფს დაემატა სამი ბრიტანელი მუსიკოსი, ვოკალი გრემ ბონეტი, კლავიშისტი დონ ეირი და Deep Purple-ის იმ დროისთვის ყოფილი ბასისტი როჯერ გლოვერი. ამ შემადგენლობამ მოიპოვა წარმატება სინგლით "Since You Been Gone". წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობები იცვლებოდა ისე, რომ ორი სტუდიური ალბომი ერთი და იგივე შემადგენლობის მიერ არ ჩაწერილია. აგრეთვე დაემატნენ ვოკალისტები ჯო ლინ ტერნერი და დუგი უაიტი. პროექტში უკრავდა მრავალი დამატებითი მუსიკოსი.

რეინბოუ გამოირჩეოდა ტექსტებში მისტიკური თემებით, რასაც ნეოკლასიკური მეტალი ერწყმოდა, თუმცა ჯგუფიდან დიოს წასვლის შემდეგ მათ დაიწყეს უფრო კომერციული მუსიკის შესრულება.[1]

  • გ - გიტარა
  • ვ - ვოკალი
  • ბ.ვ. - ბექ ვოკალი
  • დ - დასარტყმელი საკრავები
  • რ.გ. - რიტმული გიტარა
  • კ - კლავიშიანი ინსტრუმენტები
  • ა - სტუდიური ალბომები


სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Rivadavia, Eduardo. Rainbow. Allmusic. ციტირების თარიღი: 10 July 2010.