The God That Failed

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„The God That Failed“
სიმღერა, შემსრულებელი – მეტალიკა, ალბომიდან Metallica
გამოსვლის თარიღი 13 აგვისტო, 1991[1]
ჩაიწერა ოქტომბერი, 1990–ივნისი, 1991, სტუდია One On One, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 5:05
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra, Vertigo
ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
Metallica - სიმღერები

Of Wolf and Man
(9)
The God That Failed
(10)
My Friend of Misery
(11)
მუსიკალური ნაწყვეტები:

The God That Failed — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეათე სიმღერა მათი მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica. სიმღერა არასოდეს გამოსულა სინგლის სახით, მაგრამ იგი იყო პირველი სიმღერა ალბომიდან, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა. იგი იყო ასევე ერთ-ერთი პირველი მეტალიკის ჩანაწერებიდან, რომელიც შესრულებული იყო ნახევარი საფეხურით დაბლა აწყობილი გიტარებით.

კომპოზიცია და ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექსტის ავტორმა, მთავარმა ვოკალისტმა და რიტმულმა გიტარისტმა ჯეიმზ ჰეტფილდმა სიმღერა დაახასიათა როგორც „ძალიან ლამაზი... ნელი, მძიმე და მახინჯი.“[2] მთავარი გიტარისტი კირკ ჰემეტი იხსენებს მისი სოლოს სიმღერაში ჩასმის პროცესს:

ვიკიციტატა
„მე დავამუშავე მთლიანი სოლო, მაგრამ სიმღერას არ ერგებოდა, რადგან მისთვის მეტისმეტად ბლუზური იყო. სიმღერა კი ხასიათდებოდა რეალურად მძიმე რიფებით და აკორდებით.[3]

ჰემეტის ნათქვამის მიხედვით, იგი და მუსიკალური პროდიუსერი ბობ როკი მუშაობდნენ ჰემეტის სოლოზე სიმღერაში. ერთად მათ შექმნეს მელოდია, რომლისთვისაც ჰემეტს სურდა, დაემატებინა ჰარმონია. პროდიუსერმა გამოთქვა აზრი, რომ ეს სოლო სიმღერის ჟღერადობას მეტისმეტად „მშვენიერს“ გახდიდა და შესთავაზა დაეკრათ იგი ერთი ოქტავით მაღლა. საბოლოოდ სოლო ჩაიწერა ჰემეტის მიერ მისი მრავალჯერ შესრულების შემდეგ ალბომის ჩაწერისას. ჰემეტი შედეგს მის ერთ-ერთ ფავორიტ სოლოებს შორის ასახელებს ალბომიდან.[3]

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მთავარი თემაა რელიგია, ადამიანის დამოკიდებულება მასზე და დაუჯილდოებელი რწმენა ღვთისა, რომელსაც არ ძალუძს განკურნება. ტექსტი დაწერილია იმ ტანჯვის შთაგონებით, რომელიც განიცადა ჰეტფილდმა დედის გარდაცვალების შედეგად და გარდაცვალების გარემოებათა გამო. ჯეიმზის დედა წამლებზე უარს ამბობდა და მხოლოდ ღვთის რწმენის იმედად იყო, როცა სიმსივნე ტანჯავდა. მას სჯეროდა, რომ ღმერთი განკურნავდა.[4] ჯეიმზმა იგრძნო, რომ არ მიჰყოლოდა დედამისი საკუთარ ქრისტიანულ რწმენას, შესაძლოა გადარჩენილიყო.[5]

ბეილორის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი რელიგიის საკითხებში პოლ მარტენსი აღნიშნავს, რომ სიმღერა აღფრთოვანებით იქნა მიღებული ზოგიერთი ისეთი ანტი-რელიგიური და ათეისტური დაჯგუფებების მიერ, როგორებიცაა ვებ-საიტები Alabama Atheist და The Secular Web,[6] მიუხედავად იმისა, რომ ჰეტფილდი სიმღერაში კი არ ზეიმობს ღმერთის ამ მარცხს, არამედ ადანაშაულებს მას, დედამისის რწმენისა და სიკვდილის გამო, უაზრო ცხოვრების შექმნის გამო.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალბომი: Metallica. Metallica.com (1991-08-13). წაკითხვის თარიღი: 2009-12-31.
  2. ჯეიმზ ჰეტფილდი, {{{first1}}} (1997). რედ. ჯეფ კიტზი; ბრედ ტოლინსკი; ჰაროლდ სტეინბლატი: Guitar World წარადგენს მეტალიკას. უაინი, ნიუ-ჯერსი: Music Content Developers, გვ. 18–19. ISBN 0-7935-8079-X. 
  3. 3.0 3.1 კირკ ჰემეტი, {{{first1}}} (1997). რედ. ჯეფ კიტზი; ბრედ ტოლინსკი; ჰაროლდ სტეინბლატი: Guitar World წარადგენს მეტალიკას. უაინი, ნიუ-ჯერსი: Music Content Developers, გვ. 18. ISBN 0-7935-8079-X. 
  4. სიმღერის ინფო - The God That Failed, Encyclopedia Metallica.
  5. ინგჰამ კრისი (2003). მეტალიკა: Nothing Else Matters: ისტორიები უდიდესი სიმღერების უკან. ნიუ-იორკი: Thunder's Mouth Press, გვ. 108. ISBN 1-5602-5536-6. 
  6. პოლ მარტენსი (2005). "მეტალიკა და ღმერთი, რომელიც დამარცხდა: დაუმთავრებელი ტრაგედია სამ მოქმედებად", რედ. მაიკლ გილმორი: მიხმე, მაძიებელო: რელიგია პოპულარულ მუსიკაში. ნიუ-იორკი: Continuum, გვ. 98. ISBN 0-8264-1713-2. 
  7. მარტენსი (2005), გვ. 103.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კითხვის გასაგრძელებლად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოლ მარტენსი (2005). "მეტალიკა და ღმერთი, რომელიც დამარცხდა: დაუმთავრებელი ტრაგედია სამ მოქმედებად", რედ. მაიკლ გილმორი: მიხმე, მაძიებელო: რელიგია პოპულარულ მუსიკაში. ნიუ-იორკი: Continuum, გვ. 95–114. ISBN 0-8264-1713-2.