შინაარსზე გადასვლა

მეტალიკის ჯილდოების და ნომინაციების სია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეტალიკის ჯილდოები და ნომინაციები

ჯგუფის გამოსვლა ლონდონში, 2017. მარცხნიდან: ლარს ულრიხი, ჯეიმზ ჰეტფილდი, კირკ ჰემეტი და რობერტ ტრუჰილო
ჯილდო გამარჯვებები ნომინაციები
ამერიკული მუსიკის დაჯილდოება
2 6
ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება
3 3
გრემის დაჯილდოება
9 18
ჯუნოს დაჯილდოება
1 5
მეტეორის მუსიკალური დაჯილდოება
0 1
MTV Europe-ის მუსიკალური დაჯილდოება
0 4
MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება
2 12
რადიოს მუსიკალური დაჯილდოება
0 2
Q-ის დაჯილდოება
0 1
მსოფლიო მუსიკალური დაჯილდოება
0 1
Kerrang! დაჯილდოება
5 5
ჯამში
ჯილდოები 22
ნომინაციები 57

მეტალიკა1981 წელს დაარსებული ამერიკული გრემის მფლობელი მძიმე მეტალ ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან: ჯეიმზ ჰეტფილდი - წამყვანი ვოკალი და რიტმული გიტარა, ლარს ულრიხი - დრამი და დასარტყმელი საკრავები, კირკ ჰემეტი - წამყვანი გიტარა და რობერტ ტრუჰილო - ბას-გიტარა.[1] ჯგუფმა გამოუშვა ცხრა სტუდიური ალბომი: Kill 'Em All (1983), Ride the Lightning (1984), Master of Puppets (1986), ...And Justice for All (1988), Metallica (1991), Load (1996), Reload (1997), St. Anger (2003) და Death Magnetic (2008). მეტალიკა ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე წარმატებული მძიმე მეტალ ჯგუფია, მხოლოდ აშშ-ში მათ გაყიდული აქვთ 57 მილიონზე მეტი ალბომი.[2]

მეტალიკას მიღებული აქვს ცხრა გრემის ჯილდო, მათგან ექვსი „საუკეთესო მეტალ შესრულებისათვის“ 1990, 1991, 1992, 1999, 2004 და 2009 წლებში. სიმღერა Enter Sandman განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჯგუფისთვის: იგი წარდგენილი იქნა ნომინაციაზე „საუკეთესო როკ სიმღერა“ გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე და 1992 წელს მიიღო MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო „საუკეთესო მეტალ ვიდეოსთვის“. ამ კატეგორიაში ჯგუფმა მეორე ჯილდოც მიიღო სიმღერისთვის Until it Sleeps. მეტალიკა ოთხჯერ იყო წარდგენილი ნომინაციაზე „ფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ შემსრულებელი“ ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე, რომელზეც ორჯერ გაიმარჯვა კიდეც, 1993 და 1997 წლებში. სამჯერ იქნა ნომინირებული მეტალიკა ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე და სამჯერვე გაიმარჯვა. პირველად ჯგუფი ჯუნოს დაჯილდოებაზე წარდგენილი იქნა 1992 წელს სამ ნომინაციაში, მაგრამ არცერთში არ გაუმარჯვია; შემდეგ 2005 წელს მან ამავე დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში „ჯეკ რიჩარდსონის წლის პროდიუსერი“ სიმღერით Some Kind of Monster. ჯამში მეტალიკას მიღებული აქვს 22 ჯილდო 57 ნომინაციიდან.

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება ამერიკის წლიური დაჯილდოების ცერემონიაა, დაარსებული დიკ კლარკის მიერ 1973 წელს. მეტალიკას მიღებული აქვს ორი ჯილდო ექვსი ნომინაციიდან.[3][4][5]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
1992Metallicaფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ ალბომინომინირებული
მეტალიკაფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ შემსრულებელინომინირებული
1993მეტალიკაფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ შემსრულებელიგამარჯვებული
1994მეტალიკაფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ შემსრულებელინომინირებული
1997მეტალიკაფავორიტი მძიმე მეტალ/მძიმე როკ შემსრულებელიგამარჯვებული
2003მეტალიკაფავორიტი ალტერნატივის შემსრულებელინომინირებული

ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება ტარდება ყოველი წლის დეკემბერში და დასპონსორებულია ჟურნალ ბილბოლრდის მიერ. მეტალიკამ მიიღო სამი ჯილდო.[3][6]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
1997მეტალიკაბილბორდის როკ-ენ-როლის წლის არტისტიგამარჯვებული
1999Metallicaწლის ალბომიგამარჯვებული
მეტალიკაწლის არტისტიგამარჯვებული

გრემის დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად მართავს ჩანაწერების ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემია. მეტალიკას მიღებული აქვს ცხრა ჯილდო თვრამეტი ნომინაციიდან.[3][7]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
1989...And Justice for Allსაუკეთესო როკ/მეტალ შესრულებანომინირებული
1990Oneსაუკეთესო მეტალ შესრულებაგამარჯვებული
1991Stone Cold Crazyსაუკეთესო მეტალ შესრულებაგამარჯვებული
1992Metallicaსაუკეთესო მეტალ შესრულებაგამარჯვებული
Enter Sandmanსაუკეთესო როკ სიმღერანომინირებული
1996For Whom the Bell Tollsსაუკეთესო მეტალ შესრულებანომინირებული
1999Better than Youსაუკეთესო მეტალ შესრულებაგამარჯვებული
Fuelსაუკეთესო მძიმე როკ შესრულებანომინირებული
2000Whiskey in the Jarსაუკეთესო მძიმე როკ შესრულებაგამარჯვებული
2001The Call of Ktuluსაუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულებაგამარჯვებული
2004St. Angerსაუკეთესო მეტალ შესრულებაგამარჯვებული
2005Some Kind of Monsterსაუკეთესო მძიმე როკ შესრულებანომინირებული
2008The Ecstasy of Goldსაუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულებანომინირებული
2009Death Magneticსაუკეთესო როკ ალბომინომინირებული
My Apocalypseსაუკეთესო მეტალ შესრულებაგამარჯვებული
Suicide & Redemptionსაუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულებანომინირებული
Death Magneticჩანაწერის საუკეთესო შეფუთვაგამარჯვებული
2010The Unforgiven IIIსაუკეთესო მძიმე როკ შესრულებანომინირებული

ჯუნოს დაჯილდოება ტარდება ჩანაწერების ხელოვნებისა და მეცნიერების კანადის აკადემიის მიერ. მეტალიკამ მიიღო ერთი ჯილდო ხუთი ნომინაციიდან.[8]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
1992Metallicaუცხოელი შემსრულებლის საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომინომინირებული
Enter Sandmanუცხოელი შემსრულებლის საუკეთესოდ გაყიდვადი სინგლინომინირებული
წლის პროდიუსერინომინირებული
2005Some Kind of Monsterჯეკ რიჩარდსონის წლის პროდიუსერიგამარჯვებული
2009Death Magneticწლის საერთაშორისო ალბომინომინირებული

Kerrang! დაჯილდოება ყოველწლიური ცერემონიაა, რომელიც ტარდება ბრიტანული როკ ჟურნალ Kerrang!-ის მიერ. მეტალიკამ ხუთი ჯილდო მიიღო ამ ცერემონიაზე.[9][10][11]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2003მეტალიკასაუკეთესო საერთაშორისო ჯგუფიგამარჯვებული
Kerrang!-ის დიდების დარბაზიგამარჯვებული
2004მეტალიკაპლანეტის საუკეთესო ჯგუფიგამარჯვებული
2008მეტალიკაშთაგონებაგამარჯვებული
2009Death Magneticსაუკეთესო ალბომიგამარჯვებული

მეტეორის მუსიკალური დაჯილდოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტეორის მუსიკალური დაჯილდოება წარმოადგენს ირლანდიის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალს, რომლის დისტრიბუციას ახორციელებს MCD Productions. მეტალიკამ მიიღო ერთი ნომინაცია.[12]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2005მეტალიკასაუკეთესო საერთაშორისო ჯგუფინომინირებული

MTV Europe-ის მუსიკალური დაჯილდოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MTV Europe-ის მუსიკალური დაჯილდოება MTV Europe-ის მიერ 1994 წელს დაარსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა. მეტალიკამ მიიღო ოთხი ნომინაცია.[13]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2003მეტალიკასაუკეთესო ჯგუფინომინირებული
საუკეთესო როკინომინირებული
2008მეტალიკაწინამძღოლინომინირებული
Rock Outნომინირებული

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება MTV-ის მიერ 1984 წელს დაარსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა. მეტალიკამ მიიღო ორი ჯილდო თორმეტი ნომინაციიდან.[3][14][15]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
1989Oneსაუკეთესო მძიმე მეტალ ვიდეონომინირებული
1992Enter Sandmanსაუკეთესო მეტალ ვიდეოგამარჯვებული
ვიდეოს საუკეთესო რეჟისურანომინირებული
1996Until it Sleepsსაუკეთესო მეტალ ვიდეოგამარჯვებული
მაყურებლის არჩევანინომინირებული
1998Unforgiven IIსაუკეთესო როკ ვიდეონომინირებული
2000I Disappearსაუკეთესო როკ ვიდეონომინირებული
საუკეთესო ვიდეო ფილმიდანნომინირებული
საუკეთესო ეფექტები ვიდეოშინომინირებული
ვიდეოს საუკეთესო რეჟისურანომინირებული
საუკეთესო კინემატოგრაფია ვიდეოშინომინირებული
2003St. Angerსაუკეთესო როკ ვიდეონომინირებული

Q-ის დაჯილდოება ტარდება ყოველწლიურად მუსიკალურ ჟურნალ Q-ის მიერ. მეტალიკამ მიიღო ერთი ნომინაცია.[16]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2008მეტალიკასაუკეთესო აქტი მსოფლიოში დღეისათვისნომინირებული

რადიოს მუსიკალური დაჯილდოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადიოს მუსიკალური დაჯილდოება ყოველწლიური დაჯილდოების შოუა, რომელიც ეძღვნება 40 საუკეთესო მეინსტრიმულ სიმღერას. მეტალიკამ მიიღო ორი ნომინაცია.[17]

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2005მეტალიკაწლის არტისტი/ალტერნატიული და აქტიური როკ რადიონომინირებული
წლის არტისტი/როკ რადიონომინირებული

მსოფლიო მუსიკალური დაჯილდოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო მუსიკალური დაჯილდოება 1989 წელს დაარსებული ყოველწლიური დაჯილდოების შოუა, რომელიც ტარდება H.S.H.-ის პრინც ალბერტ II-ის პატრონაჟით. ჯონ მარტინოტი შოუს თანადამაარსებელი და აღმასრულებელი პროდიუსერია.

წელი ნომინირებული ნამუშევარი ჯილდო შედეგი
2008Metallicaმსოფლიოს საუკეთესოდ გაყიდვადი როკ აქტინომინირებული
  1. ჯიმ ბილი უმცროსი (2004-11-20). „Metallica“. San Antonio Express-News.
  2. Top Selling Artists. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-01. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  3. 1 2 3 4 Rock on the Net: Metallica. Timeline. rockonthenet.com. ციტირების თარიღი: 2008-09-03.
  4. „Jackson Wins 3 American Music Awards Entertainment“. Los Angeles Times. 1992-01-26.
  5. „Patbooneica? not quite, but the songs are metal he will rock you“. Hartford Courant. 1997-01-29.
  6. „Billboard Music Awards“. The Post-Standard. 1999-12-09.
  7. Metallica. Grammy Awards. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  8. Mastermind Music Producer Bob Rock to be Inducted into Canadian Music Hall of Fame at The 2007 JUNO Awards (PDF). Juno Awards (2007-02-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-21. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  9. Leonard, Michael. (2003-08-22) Metallica and RATM score in Kerrang! awards. Music Radar. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  10. Metallica Named 'Best Band On The Planet' At Kerrang! Awards - Aug. 26, 2004. Roadrunner Records (2004-08-26). ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  11. News - Inspiration award winner. Kerrang! (2008-08-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-20. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  12. Meteor Music Awards nominations announced. RTÉ (2005-01-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-03. ციტირების თარიღი: 2008-09-23.
  13. MTV Europe Music Awards: The winners. BBC (2003-11-06). ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  14. 1992 Video Music Awards. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-30. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  15. 1996 Video Music Awards. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2008-09-19.
  16. METALLICA, RAGE AGAINST THE MACHINE Among Q AWARDS Nominees - Sep. 3, 2008. Roadrunner Records (2008-09-03). ციტირების თარიღი: 2008-09-23.
  17. METALLICA, VELVET REVOLVER, AUDIOSLAVE, AC/DC Among RADIO MUSIC AWARDS Nominees - Nov. 6, 2005. Roadrunner Records (2005-11-06). ციტირების თარიღი: 2008-09-23.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]