St. Anger (სიმღერა)
„St. Anger“ | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||
სინგლი – მეტალიკა | ||||||||
ალბომიდან St. Anger | ||||||||
B-მხარე | Commando, Today Your Love, Tomorrow the World, Now I Wanna Sniff Some Glue, Cretin Hop, We're a Happy Family | |||||||
გამოსვლის თარიღი | 27 მაისი, 2003 | |||||||
ფორმატი | CD სინგლი | |||||||
ჩაიწერა | 2002 წლის მაისი-2003 წლის აპრილი | |||||||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||||||
ხანგრძლივობა | 7:21 | |||||||
ლეიბლი | Elektra | |||||||
სიმღერის ავტორი |
კირკ ჰემეტი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, ბობ როკი | |||||||
პროდიუსერი | ბობ როკი | |||||||
მეტალიკა – სინგლების ქრონოლოგია | ||||||||
| ||||||||
|
St. Anger — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი და მეორე სიმღერა მათივე 2003 წლის ამავე სახელწოდების სტუდიური ალბომიდან. მან მიიღო გრემი საუკეთესო მეტალ შესრულებისთვის გრემის 46-ე დაჯილდოების ცერემონიალზე და ნომინირებული იყო ასევე კატეგორიაში საუკეთესო როკ ვიდეო 2003 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე.[1][2]
ტექსტი „Fuck it all and fuckin' no regrets, I hit the lights on these dark sets“ აშკარად მიემართება მეტალიკის ორ ადრინდელ სიმღერას: Damage Inc (ალბომიდან Master of Puppets) და Hit The Lights (Kill 'Em All-დან).
სიმღერამ გამოყენება პოვა სპორტში, კერძოდ კი იგი წარმოადგენდა World Wrestling Entertainment-ის თემას 2003 წლის SummerSlam-ის განმავლობაში; მუსიკალური ვიდეო შეტანილი იქნა ინტერაქტიულ DVD-ში.
მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
St. Anger-ის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორებიც არიან ძმები მელოიები, გადაღებული იქნა სან ქუენტინის შტატის ციხეში, კალიფორნია. ჯგუფი უკრავს სხვადასხვა ადგილებზე ციხეში ასეულობით აღფრთოვანებული პატიმრის წინაშე.[3] იგი წარმოადგენს მეტალიკის პირველ მუსიკალურ ვიდეოს, რომელშიც ახლად აყვანილი ბასისტი რობერტ ტრუჰილო მონაწილეობს, რომელიც ზუსტად გადაღების წინ დაემატა ჯგუფს.[4]
ვიდეო იწყება მეტალიკის დრამერის რიტმული დაკვრით და მისი სიტყვებით „En, to, tre, fire!“ რომელიც ითარგმნება დანიურიდან როგორ „ერთი, ორი, სამი, ოთხი!.“ ვიდეოს დასრულებისას ეკრანზე ჩანს წარწერა:
![]() „For all the souls impacted by San Quentin, your spirit will forever be a part of Metallica.“
|
![]() „ყველა დაცემული სულისთვის სან ქუენტინის მიერ, თქვენი სული ყოველთვის იქნება მეტალიკის ნაწილი.“
|
(მეტალიკა - St. Anger, მუსიკალური ვიდეო)
|
სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- St. Anger
- Commando (Ramones-ის ქავერი) - 1:48
- Today Your Love, Tomorrow the World (Ramones-ის ქავერი) - 2:13
CD სინგლი 2
- St. Anger
- Now I Wanna Sniff Some Glue (Ramones-ის ქავერი)
- Cretin Hop (Ramones-ის ქავერი)
- St. Anger - მუსიკალური ვიდეო
7-იანი ვინილის სინგლი
- St. Anger
- We're a Happy Family (Ramones-ის ქავერი) - 2:20
პრომო სინგლი
- St. Anger (რედაქტირებული)
- St. Anger (სრული)
პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა, დამატებითი ვოკალი
- ბობ როკი – ბას-გიტარა (სტუდიურ ჩანაწერში)
- რობერტ ტრუჰილო – ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი (მუსიკალურ ვიდეოში და მას შემდეგ)
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Metallica still rolling out tour dates behind 'St. Anger'. LiveDaily (2004-03-01). ციტირების თარიღი: 2008-05-12.
- ↑ ჯილ კაუფმენი. (2003-08-25) The Rap On The Best Rock Video Nominees. MTV News. ციტირების თარიღი: 2008-05-12.
- ↑ რეჟისორი ბრენდან მელოი განიხილავს მეტალიკის St. Anger-ის მუსიკალურ ვიდეოს. BLABBERMOUTH.NET (2003-07-31). ციტირების თარიღი: 2008-05-12.
- ↑ მეტალიკა უკრავს სან ქუენტინის ციხეში. contactmusic.com. ციტირების თარიღი: 2008-05-12.
- ↑ St. Anger, მუსიკალური ვიდეო YouTube-ზე