A Year and a Half in the Life of Metallica

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
A Year and a Half in the Life of Metallica
ვიდეო
გამოცემის თარიღი 17 ნოემბერი, 1992[1]
ჟანრი თრეშ მეტალი, მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 3:56 სთ.
ენა ინგლისური
ლეიბლი Elektra Entertainment
რეჟისორი ადამ დუბინი
პროდიუსერი ჯულიანა რობერტსი[2]
მეტალიკის DVD დისკების ქრონოლოგია — ქრონოლოგია
2 of One
(1989)
A Year and a Half in the Life of Metallica
(1992)
Live Shit: Binge & Purge
(1993)

A Year and a Half in the Life of Metallicaამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს „შავი ალბომის“ კეთების პროცესს და მომდევნო ტურნეებს. ვიდეოს პროდიუსერი ჯულიანა რობერტსია, ხოლო რეჟისორი - ადამ დუბინი.

A Year and a Half in the Life of Metallica გამოიცა ორმაგი VHS პაკეტის სახით. ორივე ნაწილი ხელმისაწვდომია ერთ DVD-ზეც. ეს იყო მეტალიკის პირველი გამოცემა, რომელზეც განთავსებული იყო მეტალიკის ახალი ლოგო, რომელიც ასევე გამოჩნდა 1996 წლის ალბომზე Load, 1997 წლის ალბომზე Reload, ვიდეოზე ალბომზე Cunning Stunts და უკანასკნელად სინგლზე I Disappear.

ნაწილი პირველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ნაწილი 90 წუთიანი ვიდეოა, რომელიც გვიჩვენებს მეტალიკისა და მათი მუსიკალური პროდიუსერის ბობ როკის დაძბულ მუშაობას ალბომზე Metallica. იგი ასევე მოიცავს Enter Sandman-ის ვიდეოს კეთების პროცესსა და მოსასმენ წვეულებას დაპატიჟებული ფანებისათვის, რომლის მიზანი იყო ალბომის სრულად მოსმენინება.

ვიდეოში ნაჩვენებია ასევე სამი მუსიკალური ვიდეო, რომლებიც ჯგუფმა ალბომისთვის ჩაწერა:

ნაწილი მეორე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ნაწილი იწყება მეტალიკის Wherever We May Roam ტურნეთი ევროპაში, რომელიც ჩატარდა განზ-ენ-როუზიზის Summer Tour of 1992-თან ერთად. შესულია ასევე Enter Sandman, შესრულებული 1991 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიაზე და 1992 წლის ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტზე, Harvester Of Sorrow მოსკოვის 1991 წლის კონცერტიდან და Sad But True 1991 წლის Day on the Green ფესტივალიდან, რომელიც კალიფორნიაში ჩატარდა.

ნაჩვენებია ასვევე მეტალიკის მოულოდნელი შეხვედრა ჯგუფ სპინალ ტეპთან, რომლებიც ხუმრობით ეკითხებიან მათი ალბომისა და „შავი ალბომის“ ყდების მსგავსებაზე.

დოკუმენტური ფილმის ამ ნაწილში წარმოდგენილია ორი მუსიკალური ვიდეო:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A YEAR AND A HALF IN THE LIFE OF METALLICA. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-10. ციტირების თარიღი: 2013-02-07.
  2. metpage.org

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]