მეტალიკის დემოების სია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკას დაარსებიდან დღემდე ჩაწერილი აქვს რამდენიმე დემო. ქვემოთ მოცემულია მეტალიკის დემოების ქრონოლოგიური სია:

Ron McGovney's '82 Garage demo[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესაა დემო აუდიოკასეტა, რომელიც ოფიციალურად არასოდეს გამოსულა. მიუხედავად ამისა, კასეტის როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი ვერსიები ფართო ბრუნვაში მოხვდნენ. დემო შეიცავს ექვს ქავერ სიმღერასსთან ერთად სიმღერების Hit the Lights და Jump in the Fire პირველყოფილ ვერსიებს. მოგვიანებით Hit the Lights და Jump in the Fire გამოცემული იქნა No Life 'til Leather დემოს სახით. ქავერების უმეტესობა ასევე შეტანილია ჯგუფის მიერ 1998 წელს გამოშვებულ ალბომში Garage Inc.. დემო ჩაწერილი იქნა რონ მაკგოვნის ავტოფარეხში 1982 წლის 14 მარტს.[1]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hit the Lights - 4:19
  2. Jump in the Fire - 4:25
  3. Killing Time - 2:36
  4. Let It Loose - 3:10
  5. Sucking My Love - 6:43
  6. The Prince - 5:00
  7. Am I Evil? - 7:43
  8. Helpless - 6:13

ხანგრძლივობა - 38:11

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Power Metal[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Power Metal ჩაიწერა 1982 წლის აპრილში, ოფიციალურად არ გამოსულა. შეიცავს მეტალიკის ოთხ სიმღერას, მათ შორის The Mechanix, მასტეინის მიერ ჯგუფისთვის დაწერილ პირველ სიმღერას და Motorbreath, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ჯეიმზის დაწერილია. ეს დემოც რონის ავტოფარეხში იქნა ჩაწერილი[2]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hit the Lights - 4:18
  2. Jump in the Fire - 3:55
  3. The Mechanix - 4:47
  4. Motorbreath - 3:23

ხანგრძლივობა - 16:23

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმზ ჰეტფილდი - ვოკალი, რიტმული გიტარა
  • დეივ მასტეინი - წამყვანი გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • რონ მაკგოვნი - ბას-გიტარა
  • ლარს ულრიხი - დრამები

შენიშვნა: The Mechanix იყო პირველყოფილი სიმღერა, რომელსაც შემდგომში დაერქვა The Four Horsemen. ჯგუფიდან მასტეინის წასვლის შემდეგ მანაც გადაარქვა სახელი ამ სიმღერას და Mechanix-ის სახელით შეიტანა Megadeth-ის სადებიუტო ალბომში Killing Is My Business... And Business Is Good!.

No Life 'til Leather[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

No Life 'til Leather მეტალიკის ფართოდ გავრცელებული ოფიციალური დემოა, სადაც მთავარ გიტარაზე მასტეინი უკრავს. ყველა ტრეკი სიმღერების ადრინდელი ჩანაწერებია, რომლებიც ცოტა ხანში შეტანილი იქნა მეტალიკის პირველ სტუდიურ ალბომში Kill 'Em All. სიმღერების სია იგივეა, რაც Kill 'Em All-ის, მხოლოდ სტუდიურ ალბომს დამატებული აქვს კლიფ ბარტონის სოლო ბასზე (Anesthesia) Pulling Teeth, Whiplash, No Remorse და სხვაობას The Mechanix (იხ. შენიშვნა ზემოთ). დემოს სახელწოდება წარმოადგენს სიმღერის Hit the Lights პირველ ხაზს.[2]

დემო ორჯერ იქნა არაოფიციალურად გამოცემული: პირველად სახელწოდებით Metallica—Bay Area Thrashers, რომლის შესახებაც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო მეტალიკის ადრინდელი დღეების ცოცხალი ჩანაწერები, თუმცა ყველა ასეთი ცოცხალი ჩანაწერი დამატებული იყო სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის მეტალიკის ვიდეოდან Cliff 'Em All. მეტალიკამ მალე აღმოაჩინა, რაც ხდებოდა, და ყველა ასეთი ეგზემპლარი გაყიდვიდან ამოღებული იქნა. მეორედ გამოცემული იქნა სახელწოდებით Metallica—In the Beginning... Live, რომელიც არაფრით არ განსხვავდებოდა წინა გამოცემისგან - Metallica-Bay Area Thrashers.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hit the Lights - 4:19
  2. The Mechanics - 4:28
  3. Motorbreath - 3:18
  4. Seek & Destroy - 4:55
  5. Metal Militia - 5:17
  6. Jump in the Fire - 3:51
  7. Phantom Lord - 3:33

ხანგრძლივობა - 29:41

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმზ ჰეტფილდი - ვოკალი, რიტმული გიტარა
  • დეივ მასტეინი - წამყვანი გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • რონ მაკგოვნი - ბას-გიტარა
  • ლარს ულრიხი - დრამები
  • კლიფ ბარტონს მიუძღვის გარკვეული წვილი დემოს შექმნაში, მაგრამ თავად არ უკრავს. [1]

Metal up Your Ass (Live)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Metal up Your Ass ჩაიწერა 1982 წლის 29 ნოემბერს, ოულდ უალდორფზე სან-ფრანცისკოში. მხარდამჭერი ჯგუფი იყო ექსოდუსი, სადაც უკრავდა მეტალიკის მომავალი მთავარი გიტარისტი კირკ ჰემეტი. ჯგუფმა დაუკრა მათი დაწერილი ყველა (ცხრა) სიმღერა იმ მომენტისათვის, რომელიც მოიცავდა ყველა სიმღერას წინა დემოდან No Life 'Til Leather და ორ ახალ სიმღერას (რომლებიც მოგვიანებით შეტანილი იქნა Megaforce დემოში). შეასრულეს ასევე დაიმონდ ჰედის ორი სიმღერის - Am I Evil? და The Prince ქავერი, თუმცა The Prince არ მოხვდა ჩანაწერში, რადგან კასეტა გათავდა. ჯგუფს სურდა ამ დემოს სახელი გამხდარიყო მათი პირველი სტუდიური ალბომის სახელიც, მაგრამ ხმის ჩამწერმა კომპანიამ არ დაუშვა ეს, ჯგუფმა სახელი შეუცვალა ალბომს და დაარქვა Kill 'Em All.[3]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hit the Lights - 4:15
  2. The Mechanix - 4:28
  3. Phantom Lord - 4:59
  4. Jump in the Fire - 4:40
  5. Motorbreath - 3:05
  6. No Remorse - 6:23
  7. Seek & Destroy - 6:51
  8. Whiplash - 4:08
  9. Am I Evil? (დაიმონდ ჰედის ქავერი) - 7:50
  10. Metal Militia - 5:59

ხანგრძლივობა - 52:38

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმზ ჰეტფილდი - ვოკალი, რიტმული გიტარა
  • დეივ მასტეინი - წამყვანი გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • რონ მაკგოვნი - ბას-გიტარა
  • ლარს ულრიხი - დრამები

Horsemen of the Apocalypse[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Horsemen of the Apocalypse მტკიცების თანახმად, იყო ადრეული 1983 წლის მეტალიკის დემო ჩანაწერი, რომელიც მოიცავდა დაიმონდ ჰედის სიმღერის The Prince ქავერსა და სამ სხვა სიმღერას, რომელიც მოგვიანებით შეტანილი იქნა ალბომში Ride the Lightning. ესენია Fight Fire with Fire, Ride the Lightning და Creeping Death, რომლებიც არ შესულა მათ პირველ ალბომში Kill 'Em All. დემოს არსებობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის და შესაბამისად საეჭვოა, რადგან არ მოიპოვება არც ერთი დემო ჩანაწერი სიმღერებისა Fight Fire with Fire და Ride the Lightning, სადაც გიტარაზე დეივ მასტეინი უკრავს. ამ სიმღერების ყველა ხელმისაწვდომ დემოზე (რომლებიც მოგვიანებით, ოქტომბერშია ჩაწერილი) კირკ ჰემეტი უკრავს.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fight Fire with Fire - 4:44
  2. Ride the Lightning - 6:37
  3. The Prince (ცოცხალი; დაიმონდ ჰედის ქავერი) - 6:27

ხანგრძლივობა - 17:48

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმზ ჰეტფილდი - ვოკალი, რიტმული გიტარა
  • დეივ მასტეინი (იხ. შენიშვნა ზემოთ) - წამყვანი გიტარა
  • კლიფ ბარტონი - ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • ლარს ულრიხი - დრამები

Megaforce[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემო ჩაწერილია 1983 წლის 16 მარტს, რომელიც გახდა უკანასკნელი დემო ჩაწერილი მასტეინთან ერთად.[1]. დემო განზრახული იყო კლიფის წარსადგენად პოტენციურ ლეიბლებთან და მეტალიკას Megaforce Records-თან ხელშეკრულების გასაფორმებლად. დემო აგრეთვე ცოცხლად შესრულდა KUSF FM-ის ეთერში სან-ფრანცისკოში. შეიცავდა ორ ახალ სიმღერას, რომლებიც მანამდე არ გამოსულა. დემომ მიიღო რამდენიმე სახელი: The Megaforce Demo (რადგან Megaforce Records-ისთვის იყო გამიზნული), The KUSF Demo (რადგან შესრულდა KUSF FM-ის ეთერში) და The Whiplash/No Remorse Demo.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Whiplash - 4:12
  2. No Remorse - 5:38

ხანგრძლივობა - 9:50

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმზ ჰეტფილდი - ვოკალი, რიტმული გიტარა
  • დეივ მასტეინი - წამყვანი გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • კლიფ ბარტონი - ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • ლარს ულრიხი - დრამები

Ride the Lightning-ის დემოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემო ჩაიწერა 1983 წლი 24 ოქტომბერს და შეიცავდა მეტალიკის დაწერილ მასალას, რომელიც არ შესულა ალბომში Kill 'Em All. სიმღერები Ride the Lightning და When Hell Freezes Over (ალბომის ვერსიაში - The Call of Ktulu) ნაწილობრივ დეივ მასტეინის დაწერილია. Fight Fire with Fire და Ride the Lightning შეცვლილი იქნა პირველსაწყის მდგომარეობაზე კლიფის გამო. ოთხივე სიმღერა შეტანილი იქნა ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომში Ride the Lightning. ოთხი დემო ალბომისთვის Ride the Lightning ჩაწერილი იქნა მეტალიკის ევროპული ლეიბლის Music for Nations ხარჯზე, ამავე დროს ჯგუფმა ჩაწერა Seek and Destroy-სა და Phantom Lord-ის ცრუ საკონცერტო ვერსიები როგორც Whiplash და Jump in the Fire სინგლების B-გვერდები.[1] 2005 წელს კიდევ შვიდი დემო გამოვიდა, თუმცა ამათგან მხოლოდ Trapped Under Ice გამოცხადდა ოფიციალურად.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fight Fire with Fire - 4:45
  2. Ride the Lightning - 6:24
  3. Creeping Death - 6:50
  4. When Hell Freezes Over - 8:17

ხანგრძლივობა - 26:26

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმზ ჰეტფილდი - ვოკალი, რიტმული გიტარა
  • კირკ ჰემეტი - წამყვანი გიტარა
  • კლიფ ბარტონი - ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • ლარს ულრიხი - დრამები
  • როგორც აღნიშნულია ზემოთ, Ride The Lightning და Fight Fire With Fire მასტეინის დაწერილია.[4]

Master of Puppets-ის დემოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემო ჩაიწერა 1985 წლის 14 ივნისს. არსებითად უფრო რეპეტიცია იყო, ვიდრე დემო, მაგრამ მიუხედევად ამისა, მაინც გამოვიდა. დემო შეიცავდა ხუთ სიმღერას რომლებიც შეტანილი იქნა მომდევნო ალბომში Master of Puppets.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Battery - 5:23 (ინტრუმენტალი)
  2. Battery - 4:43 (ვოკალი)
  3. Disposable Heroes - 9:13 (ინსტრუმენტალი)
  4. Disposable Heroes - 9:15 (ვოკალი)
  5. Master of Puppets - 8:51 (ინსტრუმენტალი)
  6. Welcome Home / Orion - 9:38 (ინსტრუმენტალი)
  7. Welcome Home / Orion - 8:56 (ვოკალი)

ხანგრძლივობა - 55:59

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმზ ჰეტფილდი - ვოკალი, რიტმული გიტარა
  • კირკ ჰემეტი - წამყვანი გიტარა
  • კლიფ ბარტონი - ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • ლარს ულრიხი - დრამები

...And Justice for All-ის დემოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემო ჩაიწერა 1988 წელს და შეიცავდა იმ სიმღერების ადრინდელ, შედარებით მოკლე ვერსიებს, რომლებიც საბოლოო სახით ჯგუფის მეოთხე ...And Justice for All სტუდიურ ალბომში იქნა წარმოდგენილი. Blackened-ის შესავალი ამ დემოში შებრუნებულია ალბომის ვერსიასთან შედარებით. აგრეთვე სიმღერაში The Frayed Ends of Sanity ტექსტის უმეტესი ნაწილი გაუგებარი ნამღერითაა ჩაწერილი, განსხვავებით საბოლოო ვერსიისგან. სიმღერას Eye of the Beholder აქვს ორი მცირედ განსხვავებული დემო ვერსია.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Blackened (შესავალი) - 0:36
  2. Blackened - 5:57
  3. ...And Justice for All - 8:14
  4. Eye of the Beholder - 6:19
  5. One - 7:00
  6. The Shortest Straw - 6:28
  7. Harvester of Sorrow - 5:37
  8. The Frayed Ends of Sanity - 7:30
  9. To Live Is to Die (ინსტრუმენტალი) - 9:57
  10. Dyers Eve - 5:35

ხანგრძლივობა - 62:03

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმზ ჰეტფილდი - ვოკალი, რიტმული გიტარა
  • კირკ ჰემეტი - წამყვანი გიტარა
  • ჯეისონ ნიუსტედი - ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • ლარს ულრიხი - დრამები

Demo Magnetic[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტალიკის მეცხრე სტუდიური ალბომიდან Death Magnetic ყველა სიმღერა გამოცემული იქნა ასევე დემოს სახითაც, რომლებიც განთავსებული იყო ბონუს დისკზე სახელწოდებით Demo Magnetic. დემო ჩაწერა მიმდინარეობდა 2005 წლის ნოემბრიდან 2007 წლის იანვრამდე. დემო დისკზე ყველა სიმღერის სახელი განსხვავებული იყო ალბომისეული ვერსიებისგან, თუმცა თანამიმდევრობა დაცული იყო. მთელი მუსიკა მეტალიკის დაწერილია, ხოლო ყველა ტექსტი - ჯეიმზ ჰეტფილდის.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hi Guy - 7:11 (That Was Just Your Life)
  2. Neinteen - 7:35 (The End of the Line)
  3. Black Squirrel - 6:13 (Broken, Beat and Scarred)
  4. Casper - 8:15 (The Day That Never Comes)
  5. Flamingo - 7:59 (All Nightmare Long)
  6. German Soup - 6:32 (Cyanide)
  7. UN3 - 7:51 (The Unforgiven III)
  8. Gymbag - 7:56 (The Judas Kiss)
  9. K2LU - 9:31 (Suicide and Redemption)
  10. Ten - 5:19 (My Apocalypse)

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯეიმზ ჰეტფილდი - ვოკალი, რიტმული გიტარა
  • კირკ ჰემეტი - წამყვანი გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • რობერტ ტრუჰილო - ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი
  • ლარს ულრიხი - დრამები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 http://www.metallica.com/timeline.asp დაარქივებული 2005-07-16 საიტზე Wayback Machine. Metallica.com timeline
  2. 2.0 2.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-03. ციტირების თარიღი: 2010-05-07.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-23. ციტირების თარიღი: 2010-05-07.
  4. მეტალიკა 1984 წლის 24 მარტიდან 1986 წლმადე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი, 2009