შინაარსზე გადასვლა

Nothing Else Matters

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Nothing Else Matters“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Metallica
B-მხარე
გამოსვლის თარიღი 20 აპრილი, 1992 (1992-04-20)
ჩაიწერა 30 მაისი, 1991,
სტუდია One on One Studios (ამჟამად 17 Hertz Studio), ლენკერშიმის ბულვარი, 5253 Lankershim Blvd., ჩრდილოეთი ჰოლივუდი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი[1]
ხანგრძლივობა 6:28
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი
  • ჯეიმზ ჰეტფილდი
  • ლარს ულრიხი
პროდიუსერი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„The Unforgiven“
(1991)
Nothing Else Matters
(1992)
„Wherever I May Roam“
(1992)
აუდიომაგალითი

Nothing Else Matters“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და სინგლი ალბომიდან Metallica, რომელმაც 1992 წელს მეთერთმეტე ადგილს მიაღწია ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები და მრავალ ქვეყანაში საუკეთესო ათეულებში მოხვდა. ცნობილია, რომ მისი მრავალი, 100-ზე მეტი ქავერ-ვერსია არსებობს[2].

ჯეიმზმა „Nothing Else Matters“-ის შესავალი მეგობარ გოგონასთან ტელეფონზე საუბრისას დაწერა. სიმღერის ტექსტიც მას ეძღვნება. სანამ ცალი ხელით ყურმილი ეჭირა, მეორეთი გიტარას უკრავდა. საუბრის დასრულების შემდეგ დაუმატა კიდევ გარკვეული შტრიხები.

ჯეიმზი ამბობს:

ვიკიციტატა
„მე არც კი ვაპირებდი, მექცია „Nothing Else Matters“ მეტალიკის სიმღერად, ეს იყო ჩემი სიმღერა, საკუთარ გრძნობებზე, ძალიან პირადული ჯგუფისთვის. ვფიქრობდი, უპირველეს ყოვლისა, არ მოეწონებოდათ, მეორეც - ეს მეტალიკის სტილი არ არის, უბრალოდ ჩემი სიმღერაა. როგორც ჩანს, ლარსმა მოისმინა და თქვა: ცუდი არაა... მე გავიფიქრე: ჯანდაბა, ახლა რაღა ვქნა...“

სიმღერა გახდა ჰიტი და განსაკუთრებული დამახასიათებელი შტრიხი მეტალიკას კონცერტებისათვის. ესაა მეტალიკის იმ მცირერიცხოვანი სიმღერებიდან ერთ-ერთი, სადაც გიტარის სოლოს ჰემეტის მაგივრად ჰეტფილდი ასრულებს.

მუსიკალური ვიდეოს პრემიერა 1992 წლის 26 თებერვალს MTV-ზე შედგა. კლიპის რეჟისორი იყო ადამ დუბინი. მოიცავს ნაწყვეტებს დოკუმენტური ფილმიდან A Year and a Half in the Life of Metallica, რომელიც გადაღებულია Metallica-ზე მუშაობისას. ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორ უკრავს ჰეტფილდი თორმეტ სიმიან გიტარაზე. MTV აღარ უშვებდა ამ ვიდეოს დღის საათებში, რადგან მასში ჩანს სტუდიაში დაკიდული პოსტერები, რომლებზედაც შიშველი ადამიანები არიან გამოსახულნი. ვიდეოში აგრეთვე ჩანს კიფ უინგერის ფოტო, რომელსაც ლარს ულრიხი, როგორი შთაბეჭდილებაც იქმნება, მოკლე ხელით სატყორცნ ისრებს ესროდა.

აშშ, აუდიოკასეტა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Nothing Else Matters“6:30
2.„Enter Sandman“ (ცოცხალი)5:26
საერთაშორისო სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Nothing Else Matters“6:30
2.„Enter Sandman“ (ცოცხალი)5:26
3.„Harvester of Sorrow“ (ცოცხალი)6:02
4.„Nothing Else Matters“ (დემო)5:52
ჩაწერილია ცოცხლად უემბლიზე, ლონდონი, 20 აპრილი, 1992
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Enter Sandman“5:39
2.„Sad but True“5:30
3.„Nothing Else Matters“6:17
1999 წლის CD სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Nothing Else Matters“ (ცოცხალი)6:47
2.„For Whom the Bell Tolls“ (ცოცხალი)4:52
3.„- Human“ (ცოცხალი)4:19
4.„Nothing Else Matters“ (ვიდეო) 

ალტერნატიული ვერსიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„Nothing Else Matters“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან S&M
B-მხარე For Whom the Bell Tolls(S&M ვერსია)/
-Human
გამოსვლის თარიღი 2000
ჩაიწერა 21-22 აპრილი, 1999 წელი, ბერკლის საზოგადოებრივი თეატრი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი, აკუსტიკური როკი
ხანგრძლივობა 6:47
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჰეტფილდი, ულრიხი
პროდიუსერი ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
ბობ როკი
მაიკლ კემენი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Die, Die My Darling“
(1999)
Nothing Else Matters
(2000)
„No Leaf Clover“
(2000)

„შავი ალბომის“ გამოსვლიდან მცირე ხანში ჯგუფის პროდიუსერმა ბობ როკმა შესთავაზა მეტალიკას „Nothing Else Matters“-თვის დაემატებინათ ორკესტრი. დაუკავშირდნენ სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორს, მაიკლ კემენს, და სთხოვეს დაეწერა მათთვის საორკესტრო პარტია და გაუგზავნეს მას სიმღერის ჩანაწერი. მაიკლმა დაწერა და გამოუგზავნა აღნიშნული პარტია, მაგრამ მას აღარავინ დაკავშირებია.

მალე მაიკლ კემენი 1992 წელს გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვდა ჯგუფს კულისებში. მათ მოასმენინეს სიმღერის ე.წ. „ლიფტის ვერსია“ (Elevator Version, განთავსებულია სინგლის Sad But True B-მხარეზე). ეს არის ჩანაწერი, სადაც ელექტრული გიტარები ჩანაცვლებულია აკუსტიკურით (სოლოს შესრულების დროსაც კი), ისმის მხოლოდ ჯეიმზის ხმა, გიტარა და ორკესტრი. მაიკლს მოეწონა იგი და შესთავაზა ჯგუფს კონცერტის ჩატარება ორკესტრთან ერთად. ამ მომენტისთვის ჯგუფი მხოლოდ დაპირდა, რომ იფიქრებდნენ ამაზე. შედეგად 1999 წლის 21-22 აპრილს ჩაატარეს კონცერტი ორკესტრთან ერთად და გამოუშვეს ამ კონცერტის ჩანაწერი ალბომად, სახელწოდებით S&M, რომელშიც შედის Nothing Else Matters „გაორკესტრებული“ ვერსიაც.

მეტალიკამ 2000 წლის 4 იანვარს გამოუშვა სინგლი Nothing Else Matters '99, რომელშიც შესულია სიმღერის S&M ვერსია, ხოლო B-გვერდზე - For Whom The Bell Tolls (S&M ვერსია) და Human. ამ ვერსიაში ჯეიმზი მთლიან სიმღერას უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე, სოლოს დროსაც კი.

სიმღერის პოპულარობამ და იმ ფაქტმა, რომ შედარებით მეტალიკის სხვა სიმღერებთან ადვილი დასაკვრელია, გამოიწვია ქავერ-ვერსიების სიმრავლე. დღეისთვის ცნობილია „Nothing Else Matters“-ის ორმოცზე მეტი ქავერი, რომლებსაც ასრულებენ Apocalyptica, String Quartet, სკოტ დ. დეივისი, Gregorian, მარკო მეისინი და სხვები.

ალტერნატიული ვერსიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„Nothing Else Matters“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან S&M
B-მხარე For Whom the Bell Tolls(S&M ვერსია)/
-Human
გამოსვლის თარიღი 2000
ჩაიწერა 21-22 აპრილი, 1999 წელი, ბერკლის საზოგადოებრივი თეატრი, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი, აკუსტიკური როკი
ხანგრძლივობა 6:47
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჰეტფილდი, ულრიხი
პროდიუსერი ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
ბობ როკი
მაიკლ კემენი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Die, Die My Darling“
(1999)
Nothing Else Matters
(2000)
„No Leaf Clover“
(2000)
დამატებითი პერსონალი

უმაღლესი პოზიციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩარტი (1992–93) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალია (ARIA)[4] 8
ბელგია (Ultratop 50 - ფლანდრია)[5] 5
Canada Top Singles (RPM)
41
საფრანგეთი (SNEP)[6] 10
გერმანია (Official German Charts)[7] 9
ირლანდია (IRMA)
3
იტალია (FIMI)[8] 7
ნიდერლანდები (Nederlandse Top 40)[9] 5
ახალი ზელანდია (Recorded Music NZ)[10] 11
ესპანეთი (TVE/AFYVE)[11] 5
შვედეთი (Sverigetopplistan)[12] 14
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[13] 5
ბრიტანეთის სინგლები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[14] 6
აშშ - Billboard Hot 100[15] 34
აშშ Mainstream Rock (Billboard)[16] 11
ჩარტი (1999-2000) უმაღლესი
პოზიცია
ავსტრია (Ö3 Austria Top 40)[17] 6
შვედეთი (Sverigetopplistan)[12] 14
ჩარტი (2007–10) უმაღლესი
პოზიცია
დანია (Tracklisten)[18] 23
ფინეთი (Suomen virallinen lista)[19] 14
ირლანდია (IRMA)[20] 28
ნორვეგია (VG-lista)[21] 3
შვედეთი (Sverigetopplistan)[12] 12
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[13] 10
ბრიტანეთის სინგლები (ოფიციალური ჩარტების კომპანია)[14] 53
ჩარტი (2012–16) უმაღლესი
პოზიცია
ირლანდია (IRMA)[22] 77
საფრანგეთი (SNEP)[6] 162
შვეიცარია (Schweizer Hitparade)[13] 40

წლის შემაჯამებელი ჩარტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წლის შემაჯამებელი ჩარტი (1992) პოზიცია
ავსტრალია (ARIA)[23] 69

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Elton John calls Nothing Else Matters 'one of the best songs ever written', makes James Hetfield well up (September 13, 2021). ციტირების თარიღი: 2022-12-27
  2. List of Covers of Nothing Else Matters (2017-05-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-15.
  3. Live at Wembley Stadium release date. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-03. ციტირების თარიღი: 2017-05-15.
  4. "Australian-charts.com – Metallica – Nothing Else Matters". ARIA Top 50 Singles.
  5. "Ultratop.be – Metallica – Nothing Else Matters" (ჰოლანდიურად). Ultratop 50.
  6. 6.0 6.1 "Lescharts.com – Metallica – Nothing Else Matters" (ფრანგულად). Les classement single.
  7. "Musicline.de – Metallica Single-Chartverfolgung" (გერმანულად). Media Control Charts. PhonoNet GmbH.
  8. Italian peaks
  9. "Nederlandse Top 40 – Metallica search results" (ჰოლანდიურად) Nederlandse Top 40.
  10. "Charts.org.nz – Metallica – Nothing Else Matters". Top 40 Singles.
  11. Hits of the World – Spain. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (June 20, 1992). ციტირების თარიღი: 2017-05-10.
  12. 12.0 12.1 12.2 "Swedishcharts.com – Metallica – Nothing Else Matters". Singles Top 100.
  13. 13.0 13.1 13.2 "Swisscharts.com – Metallica – Nothing Else Matters". Swiss Singles Chart.
  14. 14.0 14.1 "Metallica: Artist Chart History" Official Charts Company.
  15. "Metallica – Chart history" Billboard Hot 100 - Metallica.
  16. "Metallica – Chart history" Billboard Mainstream Rock Songs - Metallica.
  17. "Austriancharts.at – Metallica – Nothing Else Matters" (გერმანულად). Ö3 Austria Top 40.
  18. "Danishcharts.com – Metallica – Nothing Else Matters". Tracklisten.
  19. "Metallica: Nothing Else Matters" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI Finland.
  20. "Chart Track: Week 35, 2008". Irish Singles Chart.
  21. "Norwegiancharts.com – Metallica – Nothing Else Matters". VG-lista.
  22. "Chart Track: Week 27, 2014". Irish Singles Chart.
  23. The ARIA Australian Top 100 Singles 1992 (61–100) (from The ARIA Report Issue No. 152). Imgur.com (original document published by ARIA). ციტირების თარიღი: 13 October 2016.