Sad but True
| „Sad but True“ | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| სინგლი — მეტალიკა | ||||
| ალბომიდან Metallica | ||||
| B-მხარე |
Harvester of Sorrow (საკონცერტო)/So What? Nothing Else Matters (ლიფტის ვერსია)/Creeping Death (საკონცერტო)/Sad but True (დემო) | |||
| გამოსვლის თარიღი | 8 თებერვალი, 1993[1] | |||
| ჩაიწერა |
1990 –1991, სტუდიაში One on One ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
| ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
| ხანგრძლივობა | 5:24 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
| ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
| პროდიუსერი | ბობ როკი | |||
| მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
| აუდიომაგალითი | ||||
|
yes | ||||
„Sad but True“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეხუთე სინგლი მათივე მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica.
შთაგონება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეიმზ ჰეტფილდს ამ სიმღერის შექმნის ბიძგი მისცა ფილმმა „მაგია“, ენტონი ჰოპკინზის მონაწილეობით. ამ ფილმის იდეა არის პიროვნების გაორება, რაც გადმოცემულია ჰოპკინზისა და მისი ხელის თოჯინის ურთიერთობით.[2][3]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკა დაწერილია ჯეიმზ ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ.[4] ამ სიმღერისთვის ჯგუფმა გიტარები მომართა მთელი საფეხურით ქვემოთ, D ტიუნინგით, ხოლო ბას-გიტარა — A ტიუნინგით, რომელიც გიტარის D ტიუნინგს შეესაბამება.[3]
2004 წელს Guitar Player-მა მოათავსა ჯეიმზ ჰეტფილდის ტონი ამ სიმღერიდან სიაში ყველა დროის 50 საუკეთესო ტონი[5]
ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის ტექსტის ინტერპრეტაცია რამდენიმენაირად არის შესაძლებელი. გავრცელებული მოსაზრებით, იგი ადამიანის ბოროტ ნაწილზეა, რომელიც ცდილობს გააკონტროლოს დანარჩენი ნაწილიც.[2] სხვა ვერსიებით, იგი რელიგიისადმი ბრმა რწმენაზეა.[3]
მუსიკალური ვიდეო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერაზე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა უეინ იშემი. ვიდეო გადაღებულია 1992 წლის იანვარში ჯგუფის კონცერტზე სან-დიეგოში, კალიფორნია, და, ფაქტობრივად, ასახავს ჯგუფის შესრულებას ამ კონცერტზე. მისი პრემიერა გაიმართა იმავე წლის 5 ოქტომბერს.[6]
საკონცერტო შესრულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Sad but True პირველად ცოცხლად შესრულდა 1991 წლის 1 აგვისტოს პეტალუმაში, კალიფორნია.[4] გამოსვლის დღიდან სიმღერა მეტალიკის კონცერტების განუყრელ შემადგენელ ნაწილად იქცა.[2] იგი მეტალიკის იმ რამდენიმე სიმღერის შორისაა, რომლებიც ათაზე მეტჯერ იქნა შესრულებული ცოცხლად.[4]
სიმღერა შეტანილია ასევე მეტალიკისა და სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის (მაიკლ კემენის დირიჟორობით) ერთობრივ ნამუშევარში S&M.
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ჩარტი | უმაღლესი პოზიცია |
ხანგრძლივობა ჩარტში(კვირებში) |
|---|---|---|
| ნიდერლანდების სინგლების ჩარტი | 10[7] | 18 |
| შვედეთის სინგლების ჩარტი | 31[8] | 3 |
| ნორვეგიის სინგლების ჩარტი | 5[9] | 13 |
| ავსტრალიის სინგლების ჩარტი | 48[10] | 1 |
| ახალი ზელანდიის სინგლების ჩარტი | 42[11] | 2 |
| ბრიტანეთის სინგლების ჩარტი | 20[12] | 3 |
| აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეული | 74[13] | 10 |
სხვადასხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფორმატები და სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშშ-ის სინგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sad but True (ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი) - 5:27
- So What (ნიკ „ენიმალ“ კალმერი, კრის „მაგუ“ ექსალი, კლაივ „უინსტონ“ ბლეიკი) - 3:09
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი I
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sad but True (ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი) - 5:27
- So What (ნიკ „ენიმალ“ კალმერი, კრის „მაგუ“ ექსალი, კლაივ „უინსტონ“ ბლეიკი) - 3:09
- Harvester of Sorrow (საკონცერტო) (ჰეტფილდი, ულრიხი) - 6:43
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი II
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sad but True (ჰეტფილდი, ულრიხი) - 5:27
- Nothing Else Matters (ლიფტის ვერსია) (ჰეტფილდი, ულრიხი) - 6:31
- Creeping Death (საკონცერტო) (კირკ ჰემეტი, ჰეტფილდი, კლიფ ბარტონი, ულრიხი) - 8:01
- Sad but True (დემო) (ჰეტფილდი, ულრიხი) - 4:53
- სიმღერის Creeping Death საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1991 წლის 28 სექტემბერს, ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რუსეთი.
საერთაშორისო სინგლი, 7 დიუმიანი გრამფირფიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sad but True (ჰეტფილდი, ულრიხი)
- Nothing Else Matters (საკონცერტო) (ჰეტფილდი, ულრიხი)
- Sad but True (საკონცერტო) (ჰეტფილდი, ულრიხი)
- სიმღერის Nothing Else Matters საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1992 წლის 27 აგვისტოს ლას-კრუსესში, ნიუ-მექსიკო.
- სიმღერის Sad but True საკონცერტო ვერსია ჩაწერილი იქნა 1991 წლის 28 სექტემბერს, ტუშინოს აეროდრომზე, მოსკოვი, რუსეთი.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტალიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა, ბას-გიტარა;
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა;
- ჯეისონ ნიუსტედი – ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი;
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები.
- მიწვეული მუსიკოსი
- ჯონ მარშალი – გიტარა Nothing Else Matters-ის საკონცერტო ვერსიაში.
- სტუდიური პერსონალი
- პროდიუსერი – ბობ როკი ჰეტფილდთან და ულრიხთან ერთად;
- ინჟინერი – რენდი სტაუბი;
- მიქსი – რენდი სტაუბი;
- ფოტოგრაფი – მარკ სელიგერი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სინგლი Sad but True. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-10. ციტირების თარიღი: 2011-08-17.
- 1 2 3 4 Sad but True. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-16. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- 1 2 3 4 Sad but True. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- 1 2 3 სიმღერა Sad but True. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2011-08-17.
- ↑ მეტ ბლეკეტი (ოქტომბერი, 2004). „ყველა დროის 50 საუკეთესო ტონი“. Guitar Player. pp. 44–66. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=-ში (დახმარება);|access-date=საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=(დახმარება) - ↑ მეტალიკის მუსიკალური ვიდეოები -> Sad but True. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ჩარტებში. DutchCharts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ჩარტებში. SwedishCharts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ჩარტებში. NorwegianCharts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ჩარტებში. Australian-Charts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ჩარტებში. Charts.org.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-13. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ მეტალიკა ბრიტანეთის სინგლების ჩარტში. TheOfficialCharts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- ↑ Sad but True ბილბორდის ჩარტებში. Billboard.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.
- 1 2 Sad but True. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-08-18.