Damage, Inc. Tour

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Damage, Inc. Tour
ტურნე, გამართული მეტალიკის მიერ
ჩატარების ადგილები ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა
დაკავშირებული ალბომი Master of Puppets
დაწყების თარიღი 27 მარტი, 1986
დასრულების თარიღი 13 თებერვალი, 1987
კონცერტების რაოდენობა 142
მეტალიკის კონცერტების ქრონოლოგია
Ride the Lightning Tour
(1985)
Damage Inc. Tour
(1986-1987)
Monsters of Rock Tour 1987
(1987)

Damage, Inc. Tour იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 1986-1987 წლებში გამართული საკონცერტო ტურნე. იგი ჩატარდა მათი სტუდიური ალბომის, Master of Puppets, მხარდასაჭერად, რომელიც გამოვიდა 1986 წლის 3 მარტს. ტურნეს სახელწოდება შთაგონებული იყო აღნიშნული ალბომის ბოლო სიმღერით. მეტალიკა მხარს უჭერდა ოზი ოსბორნს მარტიდან აგვისტომდე, ხოლო დანარჩენ ნაწილში თავად იყო მთავარი ჯგუფი.[1] ეს ტურნე ჯგუფისთვის უბედურებებთან ასოცირდება, რადგან ჯეიმზმა მიიღო მაჯის ტრავმა, რის გამოც იგი, როგორც გიტარისტი, ორჯერ ჩაანაცვლა ტექნიკოსმა ჯონ მარშალმა.[2][3] ტურნე უკანასკნელი აღმოჩნდა კლიფ ბარტონისთვის: 1986 წლის 27 სექტემბერს ტურნეს ევროპული ნაწილის განმავლობაში იგი ავტოკატასტროფაში დაიღუპა შვედეთში.[2] ჯგუფმა ოქტომბერში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა. მეტალიკამ ახალი ბასისტის მისაღებად ჯგუფში მოსმენა მოაწყო და ორმოცამდე ბასისტიდან ჯეისონ ნიუსტედი შეარჩია, რომელიც მომავალ მსოფლიო ტურნეზე წარუდგინა პუბლიკას.[3]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიფ ბარტონთან ერთად

(აღებულია 1986 წლის 28 მაისის შოუდან)

  1. Battery
  2. Master of Puppets
  3. For Whom the Bell Tolls
  4. Welcome Home (Sanitarium)
  5. The Thing That Should Not Be
  6. (Anesthesia) Pulling Teeth (სოლო ბას-გიტარაზე)
  7. Damage, Inc.
  8. Fade to Black
  9. Seek & Destroy
  10. Creeping Death
  11. The Four Horsemen
  12. საგიტარო სოლო
  13. Am I Evil? (დაიმონდ ჰედის ქავერი)
  14. Whiplash
ჯეისონ ნიუსტედთან ერთად

(აღებულია 1986 წლის 30 ნოემბრის შოუდან)

  1. Battery
  2. Master of Puppets
  3. For Whom the Bell Tolls
  4. Welcome Home (Sanitarium)
  5. Ride the Lightning
  6. სოლო ბას-გიტარაზე
  7. Whiplash
  8. The Thing That Should Not Be
  9. Fade to Black
  10. Seek & Destroy
  11. Creeping Death
  12. The Four Horsemen
  13. საგიტარო სოლო
  14. Am I Evil? (დაიმონდ ჰედის ქავერი)
  15. Damage, Inc.
  16. Fight Fire with Fire

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მეტალიკა 1984 წლიდან – 1986 წლის 27 მარტამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-11-30.
  2. 2.0 2.1 მეტალიკა 26 ივნისიდან – 27 სექტემბრამდე, 1986. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-11-16.
  3. 3.0 3.1 მეტალიკა 1986 წლის ოქტომბრიდან – 1987 წლის მარტამდე. MTV.com. MTV Networks. ციტირების თარიღი: 2007-11-30.