Eye of the Beholder (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Eye of the Beholder“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან ...And Justice for All
B-მხარე Breadfan
გამოსვლის თარიღი 30 ოქტომბერი, 1988[1]
ჩაიწერა იანვარი–მაისი, 1988, სტუდიაში One on One, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 6:25
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
კირკ ჰემეტი
პროდიუსერი მეტალიკა,
ფლემინგ რასმუსენი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Harvester of Sorrow“
(1988)
Eye of the Beholder
(1988)
„One“
(1989)
აუდიომაგალითი
yes

Eye of the Beholder“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი და მესამე სიმღერა მათივე მეოთხე სტუდიური ალბომი ...And Justice for All.

ტექსტი და მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Eye of the Beholder გამოვიდა სინგლის სახით Harvester of Sorrow-ს მაგივრად ამერიკაში (სინამდვილეში მეტალიკის სინგლის One შემდეგ), მაგრამ მარცხი განიცადა ჩარტებში. ამ სინგლის B-მხარეზე Budgie-ის სიმღერის Breadfan ქავერია.

სიმღერის ტექსტი ეხება სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვებს,[2][3] შეზღუდულ თავისუფლებას სასამართლო სისტემებში, არჩევანის თავისუფლებას.[4][5] მასში გამოთქმულია პროტესტი კანონის მიერ თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ.[6] აღსანიშნავია, რომ სათაური არ გვხვდება ტექსტში. იგი მომდინარეობს ფრაზიდან „Beauty is in the eye of the beholder“, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სიტუაციას.[2][5]

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად სიმღერა ცოცხლად სრულად შესრულდა 1988 წლის 11 სექტემბერს ბუდაპეშტში, უნგრეთი.[7] Eye of the Beholder ყოველთვის შეადგენდა მეტალიკის პოპურების ნაწილს ალბომიდან ...And Justice for All და ხშირად იკვრებოდა მეტალიკის კონცერტებზე 1990-იანების განმავლობაში როგორც სრული სიმღერების დაკვირის ალტერნატივა.[6] ერთ-ერთი ასეთი პოპური Justice Medley ჩაწერილია მათ 1993 წლის საკონცერტო ალბომში Live Shit: Binge & Purge.

ტრიბუტ ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯგუფმა In Flames ჩაწერა ამ სიმღერის ქავერი მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომისთვის A Tribute to the Four Horsemen. ეს ვერსია შეტანილია ასევე ამ ჯგუფის ხელახლა გამოცემულ მეორე ალბომში Subterranean.
  • ამ სიმღერის ქავერი გამოჩნდა ასევე მეტალიკისადმი მიძღვნილ ალბომში Metallic Attack: Metallica - The Ultimate Tribute, შესრულებული ჯგუფ Life After Death-ის მიერ, ჯგუფის, რომელიც ჩამოაყალიბა ფილ სანდოვალმა მას მერე, რაც წამოვიდა ჯგუფიდან Armored Saint.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ 7" სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Eye of the Beholder“6:25
2.„Breadfan“5:44

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სინგლი Eye of the Beholder. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-17. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
  2. 2.0 2.1 Eye of the Beholder. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
  3. Eye of the Beholder. Last.fm. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
  4. Eye of the Beholder. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
  5. 5.0 5.1 Eye of the Beholder. Lyricinterpretations.com. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
  6. 6.0 6.1 Eye of the Beholder. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-16. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
  7. მეტალიკის სიმღერების სტატისტიკა. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-06-22.