Whiskey in the Jar

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Whiskey in the Jar — ცნობილი ირლანდიური ხალხური სიმღერა, წარმოშობილი ირლანდიის სამხრეთის მთებში, რომელშიც მოხსენიებულია კორკისა და კერის საგრაფოები, ასევე სოფელი ფენიტი კერის საგრაფოში. სიმღერა მგზავრთა დამყაჩაღებელზეა, რომელსაც ცოლმა ან შეყვარებულმა უღალატა. იგი ყველაზე ფართოდ შესრულებადია საერთაშორისო დონეზე ტრადიციული ირლანდიური სიმღერებიდან. 1950-ინი წლების შემდეგ მრავალი პროფესიონალი შემსრულებლის მიერ იქნა ჩაწერილი. სიმღერამ პირველად ქვეყნის საზღვრები მაშინ გადალახა, როდესაც ირლენდიურმა ფოლკ-ჯგუფმა The Dubliners შეასრულა იგი და შეიტანა თავის სამ ალბომში 1960-იან წლებში. ასევე ირლანდიური როკ-ჯგუფის Thin Lizzy ვერსია ირლანდიის და ბრიტანეთის პოპ ჩარტებში მოხვდა ადრეულ 1970-იანებში. ამერიკულმა მძიმე მეტალ ჯგუფმა მეტალიკამ იგი უფრო ფართო როკ აუდიენციას გააცნო 1998 წელს, შეასრულა რა Thin Lizzy-ის მსგავსი ვერსია უფრო მძიმე ჟღერადობით, და 2000 წელს მიიღო გრემი საუკეთესო მძიმე როკ შესრულებისთვის. სიმღერა შესრულებულია მრავალ ადგილას მრავალი შემსრულებლის მიერ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]