თრეშ მეტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თრეშ მეტალი (ინგლ. Thrash Metal) — მძიმე მეტალის ერთ-ერთი ქვეჟანრი, რომელიც გამოირჩევა სწრაფი ტემპით და აგრესიული მუსიკით. ამ ჟანრის სიმღერებს, როგორც წესი, ახასიათებს სწრაფი პერკუსიული და დაბალ ტონალობებზე აწყობილი გიტარის რიფები, დატვირთული შრედინგის სტილის სოლოებით.[1] მისი, როგორც ჟანრის ჩამოყალიბება უკავშირდება 80-იანი წლების დასაწყისში მოღვაწე „თრეშ მეტალის დიდ ოთხეულს“: ანთრაქსი, Megadeth, მეტალიკა და სლეიერი.[2] თრეშ მეტალის ლირიკა უპირატესად მოიცავს სოციალურ პრობლემებს, პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობის ტექსტებით. ეს ჟანრი შედარებით მის მონათესავე სპიდ მეტალთან უფრო აგრესიულია და შეიძლება განხილული იქნას როგორც რეაქცია იმ პერიოდში გავრცელებული უფრო მსუბუქი და მასისათვის ადვილად გასაგები თემების მქონე გლემ მეტალის წინააღმდეგ.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. What Is Thrash Metal?. heavymetal.about.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-30.
  2. Get Thrashed: The Story of Thrash Metal (Review). Stylus Magazine. 7 მაისი, 2007. წაკითხვის თარიღი: 2010-08-10.
  3. Weinstein (2000): გვ. 48