Bleeding Me

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Bleeding Me“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Load
B-მხარე Bleeding Me (რადიოს ვერსია)
გამოსვლის თარიღი 1997
ჩაიწერა 1995 წლის მაისი - 1996 წლის თებერვალი, სტუდიაში Plant Studios, საუსალიტო, კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 8:18
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
კირკ ჰემეტი
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„King Nothing“
(1997)
Bleeding Me
(1997)
„The Memory Remains“
(1997)
აუდიომაგალითი
yes

Bleeding Meამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეექვსე სინგლი და მეშვიდე სიმღერა მათივე 1996 წლის სტუდიური ალბომიდან Load.

სიმღერა კომერციული მიზნებისთვის არასოდეს გამოსულა როგორც სინგლი, თუმცა გამოვიდა პრომო სინგლი რადიოებისთვის შუა 1997 წელს. ამავე წელს მან მიაღწია მეექვსე ადგილს ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები. CD დისკზე წარმოდგენილია სიმღერის ორი ვერსია: პირველი - სტუდიური, ხოლო მეორე შემოკლებული (დაახლოებით 5-6 წუთი) სპეციალურად რადიოსთვის B-მხარეზე. ძირითადი განსხვავება ალბომისა და რადიოს ვერსიებს შორის არის სხვადასხვა ინსტრუმენტული პასაჟები და სიმღერის ბოლოს გიტარის სოლო.

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე ჯგუფის საკონცერტო სიმღერების სიაში, მათ შორის 1999 წლის კონცერტზე ბერკლის საზოგადოებრივ თეატრში სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელიც ჩაიწერა და გამოიცა საკონცერტო ალბომად S&M.

სიმღერის მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს რამდენიმე ვარაუდი იმის თაობაზე, თუ რა ნიშნავს სიმღერის ტექსტი სინამდვილეში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, სიმღერის ტექსტი „მავნე გატაცებებთან“ ბრძოლაზეა, ჯგუფის ყოფილი ბასისტი ჯეისონ ნიუსტედი მიიჩნევს, რომ იგი პიროვნებაზეა, რომელიც სულიერ წამებას განიცდის.[1]

მეტალიკის ლიდერმა ჯეიმზ ჰეტფილდმა 2001 წლის ინტერვიუში ჟურნალ ფლეიბოისთან განმარტა სიმღერის მნიშვნელობა:

ვიკიციტატა
Load-ის დროს მე ვიგრძენი, რომ მინდოდა შემეწყვიტა სმა. „იქნებ მე მრჩება რაიმე მხედველობიდან. ყველა დანარჩენი ისე ბედნიერად გამოიყურება ყოველთვის. მეც მინდა ვიყო ბედნიერი.“ მე ვგეგმავდი ჩემს ცხოვრებას ნაბახუსევი დღეების გარშემო: „ჯგუფი The Misfits უკრავს ქალაქში პარასკევს საღამოს, ეს იგი შაბათი ნაბახუსევის დღეა.“ ბევრი დღე დავკარგე ცხოვრებაში. თერაპიის კურსის გავლის შემდეგ ბევრი რამ გავიგე საკუთარი თავის შესახებ. ბევრი რამ არსებობს, რაც ნაიარევს ტოვებს, როცა იზრდები, და არ იცი რატომ. სიმღერა Bleeding Me ასახავს შემდეგს: მე ვცდილობდი გამომედევნა ყოველგვარი ცუდი, ბოროტი ჩემი სხეულიდან. როცა თერაპიას გავდიოდი, მე აღმოვაჩინე ზოგიერთი მახინჯი არსება იქ. მუქი ლაქა.“

ინტერვიუში Kerrang! TV-სთან ჰეტფილდმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, თუ ჯგუფის დანარჩენი წევრები რას განიცდიდნენ მისი ტექსტისა და მის შესახებ:

ვიკიციტატა
„როგორ მეცოდინებოდა მე სხვა წევრების გუნება-განყობა, რამდენად გრძნობდნენ იგივეს, რასაც მე ამ ტექსტის შესახებ? მე შემეძლო მემღერა Bleeding Me თვალზე ცრემლმომდგარს და ამ დროს დანარჩენ წევრებს შესაძლოა სულაც არ ანაღვლებდეთ.“

დემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის დემო ვერსიასაც Bleeding Me ერქვა და ჩაიწერა იგი 1995 წლის 7 აპრილს ლარს ულრიხის სახლში მოწყობილ სტუდიაში ჰეტფილდისა და ულრიხის მიერ.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bleeding Me (რედაქტირებული ვერსია) - 5:57
  2. Bleeding Me (სრული ვერსია) - 8:18

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Bleeding_Me&oldid=4585614“-დან